საქართველოს ეროვნულ მუზეუმში რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
26-05-2017, 07:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ფარგლებში, ეროვნულ მუზეუმში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. 

 

 

საგარეო უწყების ცნობით, ექსპოზიციაზე, რომელიც 11 ივნისამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია გურამ ახალაიას პირად კოლექციაში დაცული 1712-2017 წლებში დასტამბული ვეფხისტყაოსნის უნიკალური გამოცემები, მათ შორის, ქართული გამოცემები 1712 წლიდან დღემდე მთლიანად და პოემის თარგმანები 51 ენაზე.

 

 

გამოფენა ოფიციალურად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ წელს დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით ისეთი დიდი წარმატებით, როგორიც არის ევროპასთან ასოცირება, ვხვდებით როგორც უფრო მეტად ინტეგრირებული ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცეში, რაც წარმოადგენს ჩვენი თავისუფლების და დამოუკიდებლობის მყარ გარანტიას“ განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ სიტყვით გამოსვლისას.

 

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ისაუბრა გამოფენაზე წარმოდგენილი უნიკალური კოლექციის შესახებ და აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო მომავალშიც ძალისხმევას არ დაიშურებს საზღვარგარეთ ქართული კულტურის საგანძურის პოპულარიზაციისთვის.

 

 

„გამოფენაზე წარმოდგენილ კოლექციაში დაცულია 70-ზე მეტი გამოცემა სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტების, პოემის მთარგმნელებისა და ცნობილი ადამიანების ავტოგრაფებით.

 

 

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია საქართველოს საელჩოების ხელშეწყობით მსოფლიოს სხვადასხვა ენაზე, მათ შორის კორეულ, რუმინულ, გერმანულ და სხვა ენებზე პოემის თარგმანები.

 

 

გამოფენის განსაკუთრებული ნაწილს წარმოადგენს გვერდები “21 საუკუნის ხელნაწერი ვეფხისტყაოსნიდან”, რომელიც ხელით იწერებოდა 2003-2016 წლებში გურამ ახალაიას ინიციატივითა და ხელმძღვანელობით. თითო გვერდი გადაწერეს 21-ე საუკუნის ცნობილმა ადამიანებმა, წმინდა სინოდის წევრებმა, მეცნიერებმა, მწერლებმა, პოემის მთარგმნელებმა, მხატვრებმა, სპორტსმენებმა, მსახიობებმა, რუსთველოლოგებმა.

 

 

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია ცნობილი მხატვრების მიერ სპეციალურად ამ ხელნაწერისთვის შექმნილი ილუსტრაციების ორიგინალები", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი