„ვშიშობ, რომ საქართველოს გამთლიანება, დასავლეთის და რუსეთის „მორიგების პროცესის მიღმა დარჩება!“
26-05-2017, 12:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიახ, მიმაჩნია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა ისეთი მასშტაბის ფორუმის საქართველოში გამართვა, როგორიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაა!.. მაგრამ, მოქმედი ხელისუფლების მხრიდან თუ კვლავაც ასე ცალმხრივად, „სააკაშვილის სტილში“ გაგრძელდება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პრობლემისადმი დაკავშირებული პოლიტიკური სტრატეგია, მაშინ ამას აუცილებლად მოყვება რუსეთის მიერ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ანექსია (სეპარატისტებს აყოლილი ოსები მუხლდაჩოქილები ევედრებიან რუსებს, რომ მათ ხვალვე მიიერთონ ცხინვალის რეგიონი)!

 


ვითარება საგანგაშოა და ჩვენი ორი რეგიონის მოსალოდნელი ანექსია, როგორც ჩანს, დასავლეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის „დიდი შვება იქნება“ (უაფხაზეთოდ და უცხინვალოდ, „უპრობლემოდ“ მიგვიღებენ ნატო-ში!) და ამის უტყუარი ნიშნები უკვე აშკარად ჩანს!

 


დიახ, „არაღიარების“ პოლიტიკა მუდმივად ვერ გაგრძელდება, რადგანაც დასავლეთის უსაფრთხოების ინტერესში არ შედის რუსეთთან „დაუსრულებელი დაპირისპირება“ და არის საშიშროება, - „ერთ მშვენიერ დღეს იგი დასრულდეს“ ისე, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღდგეს, ანუ ჩვენი ქვეყნის გამთლიანება დასავლეთის და რუსეთის „მორიგების პროცესის მიღმა დარჩეს!“ დიახაც, არც მალავენ, აგერ, ახლახან ევროკავშირის წარმომადგენელმა, ჟენევის სამშვიდო ფორმატის თანათავმჯდომარემ(!), უმაღლესი რანგის დიპლომატმა ჰერბერტ ზალბერმა, ცხინვალში "ვიზიტისას ე.წ. პრეზიდენტობა მიულოცა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული დაჯგუფების ერთ-ერთ ლიდერს?!“

 


ეს კატასტროფაა იმ სტრატეგიის, რომელსაც ხელისუფლება აწარმოებს ქვეყნის უპირველესი პრობლემის მოსაგვარებლად! რა არის იცით, როდესაც ათასზე მეტ ქართველ ჯარისკაცს წლების მანძილზე აგზავნი ცხელ წერტილებში (ავღანეთი, ერაყი), სადაც დასავლეთს (ნატოს) ცოცხალი ძალის „პრობლემა აქვს“, მაშინ დასავლეთს მხოლოდ წევრობაზე კი არ უნდა „ემათხოვრო“, არამედ უწინარესად, - სწორედ რუსეთთან შუამავლობა უნდა სთხოვო მათ, რათა შენი ყველაზე მთავარი პრობლემის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაგეხმარონ!!!

 


ჩვენი ხელისუფლება კი, „რა სტრატეგიას და ტაქტიკას აწვება?!“ დასავლეთს ელაქუცებიან, - მოგვიღეთ ნატოში და ევროკავშირშიო, ხოლო რუსეთთან, ოკუპანტ სახელმწიფოსთან, რომელსაც ვერასდროს სამხედო ძალით ოკუპირებული რეგიონებიდან ვერ გადევნის, - „დასავლეთის თავმოსაწონად რიტორიკულ სიხისტეს არ ღალატობს“ (აბაშიძე-კარასინის ფორმატი, ქართველი და რუსი „პრიაწელების“ დიალოგია და მეტი არაფერი, სადაც რუსმა თხოვნა შეუსრულა ქართველს და „ბაზარზე შეუშვა!“)!

 


ხელისუფლებამ დროულად უნდა შეიგნოს, რომ ასეთი სტრატეგიით და ასეთი კადრებით, შეუძლებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მოგვარება! დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება გაუხარდება, მაგრამ, არა სამუდამოდ დაკარგული აფხაზეთის და ჩრდილოეთ ქართლის სანაცვლოდ! ქართველი ხალხი, ამას არასდროს შეურიგდება და არ აპატიებს არც ერთ ხელისუფლებას! არადა, „საქმე მაქეთ მიდის“ და პასუხისმგებლობა ღვთისა და ერის წინაშე, სწორედ ამჟამინდელ ხელისუფალს დაეკისრება!!!

 


ჯუმბერ კირვალიძე,

 

პოლიტოლოგი

 

კომენტარები: 4
#4   ჯაბა
      
ყოველ ქმედებას (მოქმედებას, უმოქმედობას), გარკვეული შედეგი მოსდევს... რა თქმა უნდა საკუთარი მშობელი ხალხის მტერსა და დამპყრობელს ვერ შეიყვარებ. არსებობის საშუალებას, რომ არა ოდეს გვაძლევდა, ამიტომაც სძულდა რუსი ჩვენს წინაპრებს (წინა პირებს) - პაპებს, მამებს, გვძულს ჩვენ და როცა ამის დასასრული არ ჩანს მაშინ, ჩნდება შეკითხვა - როდემდე!? ჩვენს შვილებს, მათ შვილებს და ა.შ. მათაც უნდა სძულდეთ? გვძულს ოკუპანტი - ესაა ,,ზეგანვითარებულ-ცივილიზებული" ადამიანის პასუხი, რის შემდეგაც მშვიდად უნდა ვიყვეთ?
სინამდვილეში კი, განა ოკუპანტი გვძულს, არამედ ამ ,,სიძულვილით" ვნიღბავთ საკუთარ უსუსურობას.
ამოვიდა ყელში ამდენი ,,სიძულვილი". ვისაც, როცა მოუნდება მაშინ მოდის და გვკლავს, საკუთარი სახლიდან გვიტაცებენ მოკლედ, გვაუპატიურებენ კულტურულად რომ ვთქვა და მე, ეს ასოცკილოიანი ლეში ვიჯდე და თავს ,,სიძულვილით" ვიმშვიდებდე (სინამდვილეში უსუსურობა რომ ჰქვია ამას). საუკულეებია მტკიცებულება იმისა, რომ ვერაფრით ვდებთ უკეთეს შედეგს ,,სიძულვილით" და ვერც, ვერა დროს დავდებთ, თუ...
უმთავრესი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის პრინციპების გათალისწინებით უუგანვითარებულესმა ქვეყნებმაც კი, ვერ მოახერხეს ისეთი გეგმა-პროექტის შემუშავება, რაც მისაღები იქნებოდა ყველასთვის...
ნაცარქექია, რომ ხელწამოსაკრავი კაცი არაა მოეხსენება ყველას. გვახსოვს, როგორ იჯდა წლობით ბუხრის წინ და იმ ნაცარში ქექვით, როგორი გეგმა-პროექტი შეადგინა. ყოველი დეტალი გათვალა, გავიდა სახლიდან, დევის დედა აატირა, მერე ისევ ბუხრის წინ მოკალათდა და ახალ გეგმა-პროექტზე მუშაობას შეუდგა ;)
ოცდამეცამეტე წელია ისეთი მზა გეგმა(იდეა)-პროექტი უდევს შალვა შიოს ძე კაჭარავას, რასაც სულმნათი მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია, რომ გაეცნო და ეს საქმე გასაჯაროვდა, ერთთავათ აღვიარა სუყველამ, როგორც უალტერნატივო გზა!.. და როცა მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია გა-მოაკლდა აქ-აურობას, ეს პროექტიც ყველამ ,,მიივიწყა". სუყველაში, ვგულისხმობ სუყველას. თუ დაგაინტერესდებათ ვინ არის ეს ,,ყველა", მკითხეთ და დამატებით კომენტარში წარმოგიდგენთ დოკუმენტალურად...
მოკლედ, უმარტივესი არჩევანი გვაქვს, საუკულოდ ,,გვძულდეს" (ვიყვეთ უსუსურნი), ან ისეთი ,,შტუკა" ვუქნათ ჩვენს ,,მტრებს", რომ სამუდამოდ გვემადლიერებოდნენ და ბოდიშობდნენ კიდეც, მოყვარედ მოვაქციოთ მტერი ე.ი.
:) თუ ვერც ერთს ავირჩევთ, მაშინ კიდევაა ერთი არჩევანი - ყველას, ვისაც მობეზრდა უსუსურობა მოვუწოდებ, მოვითხოვოთ ომი ჩვენი ,,მტრების" წინააღმდეგ, ნამდვილი ომი, შეგახსენებთ - ,,ერთხელ სიკვდილი სჯობიან, მუდამჟამ დანანებასა"! თუ არადა, ენაზე წინ იმიტომ დაყენდა კბილები, რომ დააჭირო(თ) ენას, როცა არ იცი, როგორ და რა ქნა და არც ომის ტრაკი არ გაქვს.
P.S. ისე, რომ იცოდეთ ქრისტე, მხოლოდ სამასი წლის შემდეგ გახდა ქრისტე. ხსენებული იდეა-პროექტი, როგორც ქრისტე ეკიდა ყველას, ისე კიდია ყველას........
28 მაი 2017 04:42
#3   st
      
ამ თემაზე საუბარიც კი დაგვიანებულია და აზრი აღარა აქვს.
27 მაი 2017 14:47
#2   Диана
      
არაა საჭირო დაბრალება რუსეთზე და დასავლეთზე თბილისის გამყიდვლური პოლიტიკა, რატომ უნდა დააბრუნოს რუსეთმა ის რაც თბილისმა გაყიდა? ან ვინ ფიქრობს აფხაზეთზე? კახელების კლანი თუ სვანების? ყველა ტავის კუთხეს უყურებს, თავის დროზე აფხაზეთში სწორი პოზიცია რომ დაგვეკავა ამ დღეში არ ვიქნებოდით
27 მაი 2017 06:06
#1   კოტემოტე
      
памагите просим
26 მაი 2017 18:21
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი