ვაშინგტონში ელექტროენერგიის გათიშვის გამო უშუქოდ დარჩა სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა, თეთრი სახლი და კონგრესი. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი მარი ხარფი იძულებული იყო ბრიფინგი სიბნელეში ჩაეტარებინა.
სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, თეთრ სახლში დაგეგმილი ბრიფინგი ელექტროენერგიის გათიშვის გამო საერთოდ ჩაიშალა. ელექტროენერგიის მიწოდება ვაშინგტონის მეტროსაც შეუწყდა. რამდენიმე სადგურში ესკალატორები გაჩერდა, მატარებლები კი სარეზერვო ქსელის ამოქმედებამდე გვირაბებში იყო გაჭედილი.
ოფიციალური წყაროების ცნობით, გათიშვის მიზეზი ტერაქტი არ ყოფილა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.