თბილისში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ, რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი გაიხსნა
27-05-2017, 05:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად გლდანის რაიონში, მუხიანის IV მ/რ-ის მიმდებარედ, რაგბის ახალი სავარჯიშო კომპლექსი გახსნა.

 


თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული ბაზა 4 ჰა ტერიტორიაზეა განთავსებული.

 

 

 


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შეკრებილ სტუმრებს, სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს სიტყვით მიმართა და ახალი სპორტული კომპლექსის გახსნა მიულოცა. „ეს არის მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, რომლის ანალოგი ჩვენს ქალაქში აქამდე არ არსებობდა. ეს ბაზა რაგბის გარდა სპორტის კიდევ 7 სახეობისთვის არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რაგბი, ვინაიდან ჩვენ ვმასპინძლობთ რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ეს ბაზა ჩვენი მოზარდებისა და პატარებისთვისაა, რომლებსაც მსგავსი მოედანი არ ჰქონდათ. დღეს უკვე ამ მოედანზე 300 -ზე მეტი მოზარდი აქტიურად ემზადება რაგბიში. დარწმუნებული ვარ, სპორტის ამ სახეობაში კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“, განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

 


თბილისის მერიის ინფორმაციით, სარაგბო კომპლექსის მშენებლობა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურმა შპს „საბა კონსტრაქშენს“ დაუკვეთა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ივნისში დაიწყო. პროექტის შესაბამისად, აშენდა ადმინისტრაციული შენობა, თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი და 1000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნები. სპორტული კომპლექსის მთელ პერიმეტრზე მოეწყო რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ღობე, სტადიონების საფარი და განათების ახალი სისტემა. ახალ სპორტულ კომპლექსში ოთხი მოედანია განლაგებული. მათ შორის, ერთი ქვიშის, ორი ხელოვნური და ერთიც ბუნებრივსაფარიანია. სავარჯიშო კომპლექსს აქვს საკუთარი პარკინგის ზონა. ახალი კომპლექსს რაგბის 2017 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის (U20) ფარგლებში, მონაწილე ნაკრებები სავარჯიშო ბაზად გამოიყენებენ.

 

 

 


სპორტული კომპლექსის გახსნას თბილისის მერთან ერთად ასევე ესწრებოდნენ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე, პარლამენტისა და საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატები.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი