მარგველაშვილმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის გასაუმჯობესებელი რეკომენდაციების შემუშავებაში დახმარება სთხოვა
27-05-2017, 10:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პაოლო ალის შეხვდა.

 


გიორგი მარგველაშვილმა პაოლო ალის მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროატლანტიკური კურსისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თბილისში ჩატარებისათვის.

 


ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესების გზები და ქვეყანაში არსებული ვითარება - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეს არასრული ჩამონათვალია იმ ძირითადი საკითხებისა, რომელიც მარგველაშვილმა ასამბლეის პრეზიდენტთან განიხილა.

 


პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ნატო-ს ექსპერტები ჩაერთონ და ერთობლივად შემუშავდეს რეკომენდაციები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის გასაუმჯობესებლად საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში.

 


როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ განაცხადა, ალიანსი ძლიერად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფებებს და სწორედ ამის დადასტურებაა თბილისში საპარლამენტო სესიის ჩატარება.

 


პაოლო ალიმ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც შესაძლებელია გადაიდგას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მიმართულებით. მან მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ნატო-ს არაწევრ ქეყანაში ტარდება ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა და საქართველო ამ იშვიათი გამონაკლისების რიცხვშია. პაოლო ალიმ ხაზი გაუსვა, რომ ეს არის არა მხოლოდ ჟესტი, არამედ ნატო-ს მხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი.

 


პაოლო ალის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სტაბილურობას არსებითი მნიშვნელობა აქვს მთელი რეგიონის სტაბილურობისათვის, და ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსა და ევროპისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის, რადგან ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ტერიტორიული მთლიანობა, საერთაშორისო სამართლის პატივისცემა და ის, რაც აქ ხდება, ნამდვილად მნიშვნელოვანია ნატოსათვის, ევროპისათვის და, ვფიქრობ, ასევე, მრავალი სხვა ქვეყნისათვის.

 

 

შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ესწრებოდნენ.

 


„ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან ფართო ხედვა უსაფრთხოების კონტექსტში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს ნატო-ში გაწევიანების პერსპექტივების განვითარება და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არსებითად მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოებისა და მსოფლიოსთვის“, განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი