British Airways-მა ლონდონის აეროპორტებიდან ფრენები განაახლა, თუმცა არა სრული დატვირთვით და არა ჩვეული გრაფიკით
28-05-2017, 05:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

British Airways-მა ლონდონის ჰიტროუს და გატვიკის აეროპორტებიდან შაბათს, 27 მაისს ყველა ავიარეისის გაუქმების შემდეგ, რაც კომპიუტერულმა პრობლემებმა განაპირობა, კვირას, 28 მაისს, ფრენები განაახლა, თუმცა არა სრული დატვირთვით და არა ჩვეული გრაფიკით.

 


BBC-ის ცნობით, ათასობით მგზავრი იძულებული გახდა თავიანთი გეგმები შეეცვალა, ხოლო მათ ვინც მგზავრობა მოახერხა, ბარგის გარეშე მოუწია გაფრენა.

 


British Airways-მა განაცხადა, რომ იგი მგზავრებს მნიშვნელოვან ხარჯებს აუნაზღაურებს და დაეხმარება მათ ბილეთების თავიდან დაჯავშნაში.

 


ფრენების განახლების მიუხედავად, თვითმფრინავების რეისების გრაფიკი მაინც დარღვეული იქნება მთელი უქმეების პერიოდში.

 


შაბათს, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმციის თანახმად, კომპანიამ რეისები ადგილობრივი დროით 18:00 საათამდე (თბილისის დროით 21:00 სთ.) გააუქმა, თუმცა მოგვიანებით გამოაცხადა, რომ დრო გახანგრძლივდებოდა და მთელი დარჩენილი შაბათი, 27 მაისი, ფრენები არ შესრულდებოდა, რამაც BBC-ის ცნობით, აეროპორტებში სრული ქაოსი შექმნა.

 


მგზავრთა მთავარი უკმაყოფილების მიზეზი ინფორმაციის ნაკლებობა იყო. აბსოლუტური ქაოსი შეიქმნა ჰიტროუში, სადაც მგზავრები აეროპორტის დატოვებას ცდილობდნენ და საათობით იდგნენ რიგებში, რადგან მათ სასაზღვრო პატრულის ბარიერები უნდა გაეარათ.

 


ავიარეისების გადადების მიზეზი მთავარი IT სისტემის შეფერხება იყო, რომელმაც „ძალიან სერიოზული ზიანი მიაყენა ჩვენ ფრენებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით“, განაცხადეს ავიახაზებში.

 

 

ავიაკომპანიამ ბოდიში მოიხადა „გლობალური სისტემის მუშაობის შეჩერების“ გამო.

 


BBC-ის ცნობით, ამ ეტაპზე „ბრიტიშ ეარვეისს“ არ გააჩნია იმის სამხილი, რომ კომპიუტერული პრობლემები ჰაკერეული თავდასხმის შედეგია.

 


2016 წლის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, British Airways-მა წლის განმავლობაში 44 მილიონი მგზავრის ტრანსპორტირება განახორციელა, რაც დღეში საშუალოდ 120, 000 მგზავრია.

 


British Airways-ი ერთ-ერთი უდიდესი ავაიკომპანიაა და რამდენიმე მსხვილ შვილობილ კომპანიას აერთიანებს. იგი მსოფლიოს გარშემო 130 ქვეყანაში ახორციელებს ფრენებს. წლიური შემოსავლის მიხედვით კომპანია მე-6 ყველაზე დიდ გადამზიდავად არის დასახელებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი