ტერეზა მეის რეიტინგი მანჩესტერის ტერაქტის შემდეგ დაეცა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ შესაძლოა, მან დიდი უპირატესობით ვერ შეძლოს გამარჯვების მოპოვება 8 ივნისის არჩევნებში
29-05-2017, 02:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეის ლიდერობა ოპოზიციურ „ლეიბორისტულ პარტიაზე“ მკვეთრად შემცირდა. ამის შესახებ „როიტერსი“ სოციოლოგიურ გამოკითხვებზე დაყრდნობით წერს, რომელიც მანჩესტერში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ გამოქვეყნდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პოლიტიკური პროცესები უწინდელი პროგნოზით შეიძლება არ განვითარდეს და მან დიდი უპირატესობით ვერ შეძლოს გამარჯვება 8 ივნისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებში, რომლის დანიშვნის გადაწყვეტილებაც თავად მეიმ მიიღო.

 


შაბათს გამოქვეყნებულმა წინასწარმა კვლევებმა აჩვენა, რომ პრემიერ მინისტრის ლიდერობა 2-იდან 6 პროცენტით შემცირდა, რაც იმაზე მიანიშნებს რომ 8 ივნისის არჩევნები გაცილებით დაძაბული იქნება, ვიდრე ამას მეი თავდაპირველად, რიგგარეშე არჩევნების გამოცხადებისას ფიქრობდა.

 


„ტერეზა მეი, უეჭველია, რომ უძლეველი ფავორიტია გამარჯვების გზაზე, მაგრამ ჩვენ გადამწყვეტად ვიმყოფებით ახლა იმ ტერიტორიაზე, სადაც რამდენად კარგად გაიმარჯვებს ის, გაურკვეველია“, უთხრა „როიტერსს“ შოტლანდიური Strathclyde-ის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერებათა პროფესორმა, ჯონ კერტისმა.

 


„მას უკვე აღარ აქვს იმის გარანტია, რომ აბსოლუტური უმრავლესობა მიიღოს, რასაც იგი თავდაპირველად ფიქრობდა, რომ მიიღებდა“, თქვა კერტისმა.

 


მეიმ რიგგარეშე არჩევნები ევროკავშირთან „ბრექსიტის“ მოლაპარაკებების უფრო მტკიცედ წარმართვის მოტივით დანიშნა, მაგრამ თუ კი იგი ვერ მოხსნის მისი წინამორბედის, დევიდ ქამერონის 2015 წლის არჩევნებისას 12-კაციანი უპირატესობით შექმნილ უმრავლესობის რეკორდს, მაშინ მისი ხელისუფლება შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს იმ დროს, როცა იგი „ბრექსიტის“ ოფიციალურ მოლაპარაკებებს დაიწყებს ევროკავშირთან.

 


მას შემდეგ რაც წინასწარი სოციოლოგიური კვლევები გამოქვეყნდა, სადაც მეის რეიტინგი 5 პროცენტითაა დაცემული, ფუნტი სტერლინგი პარასკევს, იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა წამყვან უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში.

 

 

თუმცა ერთ-ერთი ორგანიზაციის კვლევის თანახმად, მეი უწინდელ 14%-იან უპირატესობას ინარჩუნებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი