რუსეთის დედაქალაქში ორშაბათს, ქარიშხლის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამ წუთებში რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
„ჩრდილო-აღმოსავლეთ, სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთ მოსკოვში ქარიშხლის შედეგად ხეები წაიქცა, რომლებიც პირდაპირ დაეცა ქუჩაში მიმავალ მოქალაქეებს. შემთხვევის ადგილას, მიყენებული ტრავმებით, 5 პირი ადგილზევე გარდაიცვალა. ამის გარდა, ამავე დღეს, ქარის ძლიერი ნაკადის გამო კიროვოგრადის ქუჩის გაჩერებაზე დაზიანდა კონსტრუქცია... ასაკოვანი მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა“, განუცხადა მოსკოვის მერიის მაღალჩინოსანმა იულია ივანოვამ ჟურნალისტებს.
თუმცა როგორც რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ამ წუთებში იუწყება, გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა და მსხვერპლის რაოდენობამ 11-ს მიაღწია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.