ემანუელ მაკრონმა და ვლადიმერ პუტინმა ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად სირიასა და უკრაინაში არსებული კონფლიქტები განიხილეს
29-05-2017, 11:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზის სიახლოვეს, ვერსალში მის რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მოწყობილ პრესკონფერენციაზე ითქვა, სხვა საკითხებთან ერთად განხილვის თემები სირიასა და უკრაინაში კონფლიქტები იყო.

 


მაკრონმა განაცხადა, რომ პუტინთან, საფრანგეთსა და რუსეთას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე და უკრაინის შესახებ მინსკის ხელშეკრულების ცხოვრებაში რეალურად განხორციელების აუცილებლობაზე ისაუბრა და ნორმანდიულ ფორმატში მოლაპარაკებების უსწრაფესად დაწყების გარდაუვალობის შესახებ გააკეთა ხაზგასმა.

 


საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ პუტინთან შეხვედრაზე ჩეჩნეთში სექსუალური უმცირესობების მდგომარეობაც განიხილა. მან თქვა, რომ შეთანხმდნენ მოახდინონ ფრანკო-რუსული სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ორგანიზება და ერთობლივად მოახდინონ ლგბტ საზოგადოების სიტუაციის მონიტორინგი.

 


„რია ნოვოსტის“ ცნობით, მაკრონმა ორ ქვეყანას შორის უფრო ინტენსიური თანამშრომლობის სურვილი გამოხატა, მათ შორის ჰუმანიტარულ სფეროში.

 


პუტინმა თავის მხრივ თქვა, რომ მოლაპარაკებებისას ყურადღების ცენტრში ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები იყო და მან და მისმა კოლეგამ ისაუბრეს „მსოფლიოში პრობლემურ წერტილებზე და შეეცადნენ საერთო გამოსავლის ერთობლივად მოძებნას“.

 


რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ პარიზი დაინტერესებულია მოსკოვთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებით. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ საფრანგეთში უფრო მეტი რუსი სტუდენტი უნდა სწავლობდეს და სასურველია ახალგაზრდობის გაცვლითი პროგრამები გაიზარდოს.

 


პუტინთან შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე კი, სიცილიაში, დიდი შვიდეულის სამიტზე, მაკრონმა განაცხადა: „არსებითია ისაუბრო რუსეთთან, რადგან არის მთელი რიგი საერთაშორისო საკითხები, რომლებიც ვერ იქნება გადაწყვეტილი მათთან მტკიცე დიალოგის გარეშე“.

 


საფრანგეთი იმ საერთაშორისო კოალიციის შემადგენლობაშია, რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგე სუნიტ არაბებს და ქურთ მებრძოლებს უჭერს მხარს, ოფიციალურ დამასკოს კი მძლავრ სამხედრო დახმარებას რუსეთის ფედერაცია და ირანი უწევენ.

 


საფრანგეთმა მკაცრი რეაგირება მოახდინა მოსკოვის წინააღმდეგ, რუსეთის მიერ უკრაინაში ინტერვენციის გამო. რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ მოსკოვზე დასავლური სანქციები თანდათან კიდევ უფრო გაძლიერდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი