ჯონ მაკკეინი: „პუტინი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა - უფრო მეტი, ვიდრე ISIS-ი“
29-05-2017, 22:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უფრო დიდ საფრთხეს წარმოადგენს გლობალური უსაფრთხოებისათვის, ვიდრე ISIS და სენატმა მოსკოვის წინააღმდეგ მხარი უნდა დაუჭიროს შემდგომ სანქციებს კრემლის მიერ აშშ-ის არჩევნებში სავარაუდო ჩარევის გამო.

 


„როიტერსის“ ცნობით, მაკკეინმა, რომელიც შეერთებული შტატების კონგრესში საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ძალას წარმოადგენს, აღნიშნულის შესახებ ავსტრალიაში ისაუბრა, სადაც მან უსაფრთხოების საკითხებზე მოლაპარაკებები გამართა და საიდანაც იგი სინგაპურში თავდაცვის სამიტზე მიემგზავრება.

 


„მე ვფიქრობ, ის [პუტინი] პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა - უფრო მეტი ვიდრე ISIS-ი“, თქვა მაკკეინმა ავსტრალიის ტელევიზიასთან ინტერვიუში.

 


მან განაცხადა, რომ მაშინ როცა არ არსებობს სამხილი, რომ რუსებმა შეძლეს წარმატების მიღწევა აშშ-ის არჩევნების შედეგის შეცვლაში, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ცდილობდნენ არჩევენების შეცვლას, მათ შორის საფრანგეთის არჩევნების.

 


„მე ვუყურებ რუსებს გაცილებით უფრო დიდ გამოწვევად, ვიდრე ჩვენ ეს აღქმული გვაქვს“, განაცხადა მაკკეინმა, რომელიც შეერთებული შტატების სენატის შეიარაღების კომიტეტის თავმჯდომარეა.

 


„ამგვარად, ჩვენ უნდა გავზარდოთ სანქციები და იმედი მაქვს, რომ როცა ჩვენ დავბრუნდებით საპარლამენტო არდადეგებიდან, სენატი რუსეთზე სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით წინ წაიწევს და რუსების ქცევაზე სხვა სანქციებს დააწესებს“.

 


მაკკეინმა, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კრიტიკოსი იყო, განაცხადა, რომ მას სჯერა, რომ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ავითარებს სტრატეგიას, რომელიც განაპირობებს „გამარჯვებას“ ავღანეთში, და ტრამპს გააჩნია დიდი ნდობა გუნდში.

 


„ნამდვილად მჯერა, რომ უმეტესწილად იგი იღებს მათ რჩევებს და დარიგებებს. შემიძლია გითხრათ, რომ ის ამას ყოველთვის აკეთებს? არა. და, მადარდებს მე ეს? დიახ, ეს მე მადარდებს“, თქვა მან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი