ქართულ შეიარაღებაში საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს ნატოს სტანდარტების ანალოგი ანაცვლებს
30-05-2017, 04:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქართულ შეიარაღებაში საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს ნატოს სტანდარტების ანალოგი ანაცვლებს. ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დღე ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევის M-240 საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებით დაიწყო. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წლის ბოლომდე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამანევრო ქვედანაყოფებში არსებულ საბჭოთა წარმოების ტყვიამფრქვევს PKM ნატოს სტანდარტების ამერიკული ანალოგი M-240 ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. შემდეგ ეტაპზე, კი საბჭოთა წარმოების PKM-ის ამერიკული ტყვიამფრქვევით ჩანაცვლება მთელ ქართულ შეიარაღებაშია დაგეგმილი.

 


JTEC-ის სასროლეთზე ნატოს სტანდარტების იარაღის საცეცხლე შესაძლებლობები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირადად გამოსცადეს. ამერიკული ტყვიამფრქვევის საცეცხლე შესაძლებლობების დემონსტრირებას აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

 


იარაღის შესაძლებლობების დემონსტრირების შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ მერაბ ტაბიძეს, სიმბოლურად, ამერიკული წარმოების ტყვიამფრქვევი M-240 გადასცა. 43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ნატოს სტანდარტების იარაღით აღიჭურვება და წვრთნებს გაივლის.

 


ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დღე საზეიმო ღონისძიებით გაგრძელდა. JTEC-ის პირად შემადგენლობას ცენტრის დაარსების ორი წლისთავი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, აშშ-ის ელჩმა იან კელიმ და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ტორსტენ კიოლერმა მიულოცეს.

 


მოგვიანებით, ლევან იზორიამ თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებებისთვის კაპიტან კახაბერ შპეტიშვილი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ დააჯილდოვა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კი, საქართველოს თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის II ხარისხის მედალი მაიორ ირაკლი სურგულაძეს გადასცა. დღესვე რამდენიმე სამხედრო მოსამსახურემ მადლობის სიგელებიც მიიღო.

 


ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა. ცენტრი საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისათვის თანამედროვე სასწავლო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. მასში 300-ზე მეტი ქართველი სამხედრო და სამოქალაქო პირი მსახურობს. ცენტრში ასევე, წარმოდგენილები არიან ნატოს და პარტნიორი ქვეყნების ოფიცრები სხვადასხვა ქვეყნებიდან - ნორვეგია, დანია, ლატვია, ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ესპანეთი, ფინეთი და მუდმივი კონტრაქტორები აშშ-დან. JTEC-ის სამომავალო გეგმები ცენტრის საქმიანობის გაფართოებას ითვალისწინებს. შეერთებული შტატების დახმარებით დაინერგება ტექნოლოგია, რომელიც ცენტრს საველე სიმულაციური საცეცხლე მხარდაჭერით და სხვა ეფექტებით უზრუნველყოფს. JTEC-ის მხარდაჭერით, 2016 წელს ნატო-საქართველოს სწავლება ჩატარდა. იგეგმება მსგავსი წვრთნების დამოუკიდებლად ჩატარების შესაძლებლობების განვითარება. JTEC აგრეთვე მხარს უჭერს, უზრუნველყოფს და ატარებს ეროვნულ, უწყებათაშორის, ორმხრივ და მრავალეროვნულ სწავლებებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი