სამედიცინო დაწესებულებებს ვალდებულება ექნებათ, განახორციელონ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ყველა შემთხვევაში, თუკი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება
30-05-2017, 06:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონსა და „სისხლის სამართლის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები განიხილა.

 

 

პროექტის ავტორები პარლამენტის წევრები - სოფიო კილაძე, რატი იონათამიშვილი, ანრი ოხანაშვილი და ვანო ზარდიაშვილი არიან.

 

 

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, სამედიცინო დაწესებულებებს კანონით დაკისრებული ვალდებულება ექნებათ, განახორციელონ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების მიწოდება ყველა შემთხვევაში, თუკი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ამასთან, სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაუწევლობა, მათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

 

 

სოფიო კილაძის განმარტებით, იმის გამო, რომ 2017 წლის 1-ლი იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული მომსახურებებით კერძო დაზღვევით მოსარგებლე პირები ვერ სარგებლობენ, წარმოიქმნა გარკვეული პრობლემები სამედიცინო სერვისების მიღებისას იმ შემთხვევებში, როდესაც ჯერ კიდევ არ არის გარკვეული დაზღვეული პირის ბრალეულობა დაზღვეულის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში.

 

 

„მოქმედი კანონი ექიმს ავალდებულებს, აღმოუჩინოს პაციენტს სამედიცინო დახმარება და უზრუნველყოს მისი უწყვეტობა, თუ გამოხატულია სიცოცხლისათვის საშიში, მათ შორის, თვითმკვლელობის მცდელობით განპირობებული მდგომარეობა ან პაციენტი საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას ექიმის სამუშაო ადგილზე, თუმცა კანონში არსადაა ნახსენები სამედიცინო დაწესებულების მსგავსი ვალდებულების შესახებ. როგორც წესი, ექიმი სწორედ სამედიცინო დაწესებულების პოლიტიკის გამტარად გვევლინება.

 

 

შესაბამისად, კერძოდ დაზღვეული პაციენტი შეიძლება აღმოჩნდეს დაუცველი, როდესაც მას მიადგა ჯანმრთელობის დაზიანება და ჯერ არ არის გარკვეული მისი ბრალეულობა.

 

 

ბრალეულობის დადგენის პროცესი კი, შესაძლებელია რამდენიმე კვირა ან სულაც რამდენიმე თვე გაგრძელდეს. კერძო დაზღვევა მას მსგავს შემთხვევებს ამ პერიოდის განმავლობაში არ უნაზღაურებს. არსებობს რისკი, რომ სამედიცინო დაწესებულებამ უარი თქვას მის მიღებაზე დაზარალებულის ფინანსური რესურსების არქონის გამო", აღინიშნა კომიტეტის სხდომაზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი