ირაკლი ღარიბაშვილი: შიდა ქართლს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება
08-04-2015, 09:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ჩვენ განსაკუთრებული ვალდებულება გვაქვს შიდა ქართლის მიმართ, ამ რეგიონს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება, რადგან ომის კვალი ადვილად არ ქრება,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა შიდა ქართლის ეკონომიკური პოტენციალის პერეზენტაციაზე განაცხადა.


დღეს ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, შიდა ქართლს ესტუმრა და ბიზნესის წარმომადგენლებს რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი გააცნო.


“ ჩვენ გვაქვს მთლიანი სურათი იმისა, თუ რა არის საჭირო ამ რეგიონის ფეხზე დასაყენებლად და გვაქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმა. შიდა ქართლს აქვს ძალიან კარგი რესურსი ხილის წარმოების, ასევე ხილის ბაღების განახლების, სანერგე მეურნეობების განვითარების კუთხით. აუცილებელია თანამედროვე მაღალმარჟიანი ჯიშების ხილის მოყვანა. ძალიან პერსპექტიულია ბოსტნეულის წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, გადამმუშავებელი წარმოების განვითარება, მესაქონლეობის განვითარება, თევზის წარმოების გაზრდა. რაც შეეხება საწარმოთა განვითარებას, - გორს აქვს პერსპექტივა აგურის წარმოების, მოსაპირკეთებელი მასალების დამუშავების, ასევე სამკერვალო წარმოების, ტკბილეულის წარმოების, მაკულატურის გადამუშავების კუთხით. კასპს აქვს კრამიტის, მუყაოს წარმოების, ტყავის გადამუშავების რესურსი; ქარელს - არსებული ბუნებრივი რესურსების გადამუშავების, ხაშურს კი - ავეჯისა და მინის წარმოების კუთხით,”-განაცხადა პრემიერმა.


მთავრობის მეთაურმა რეგიონში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა და დამსწრეთ სამომავლო გეგმები გააცნო. მისი ინფორმაციით, მიმდინარე წელს საფუძველი ჩაეყრება გორში 480-ბინიანი კორპუსების მშენებლობას, რომელშიც დევნილი ოჯახები იცხოვრებენ; საგაზაფხულო სამუშაოებისთვის კი წლევანდელ გაზაფხულს, 75 ათას 490 ბენეფიციარისთვის გამოყოფილია 8 მილიონზე მეტი ღირებულების დახმარება.


“ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შიდა ქართლი მაქსიმალურად მოკლე დროში დადგეს ფეხზე. ჩვენ ვგრძნობთ განსაკუთრებულ ვალდებულებას მათ წინაშე. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ხალხის მხარდაჭერა და, მთლიანად, რეგიონის მოსახლეობისთვის მაქსიმალური პირობების შექმნა,”-აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.


პრემიერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ბიზნესმენებს რეგიონის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობისკენ და მათ სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი