ლევან იზორიამ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ლექცია წაიკითხა
01-06-2017, 10:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში წაიკითხა ლექცია თემაზე „შეიარაღებული ძალების ოპტიმიზაცია და თანამედროვე გამოწვევები“.

 

 

ლექციას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოძღვრები დაესწრნენ. თავდაცვის მინისტრმა კაპელანებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, შეიარაღებული ძალების რეფორმებზე და გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდა და სამხედრო მოძღვრებს სხვადასხვა ინიციატივის განხორციელების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

 


თავდაცვის მინისტრის ლექციით ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სამხედრო მოძღვრებისთვის ორგანიზებული "სწავლების მეთოდისა და ხარისხის ამაღლების" კურსი დასრულდა.

 

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების 33 სამხედრო მოძღვარს კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატებიც გადაეცათ. სალექციო კურსის ფარგლებში თბილისის სასულიერო სემინარიასა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ და სასულიერო სემინარიის პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ მოაწერეს.

 


მემორანდუმის თანახმად, ეროვნული თავდაცვის აკადემიასა და სასულიერო სემინარიის შორის ერთობლივი სამეცნიერო, კულტურული და ინტელექტუალური ღონისძიებები გაიმართება.

 


დღესვე, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა, მეუფე ანდრიამ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში პარაკლისი გადაიხადა და სამხედრო მოძღვრების დახმარებით ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორია აკურთხა.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი