ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვის კანდიდატურის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობა დაასახელა
02-06-2017, 01:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

90 ხმით 1-ის წინააღმდეგ პარლამენტმა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვის კანდიდატურის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტს, რომელიც პარლამენტის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო.

 

 

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის რეგლამენტის 215¹ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების და მაუწყებლობის კანონის 25-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, კომისიის შემადგენლობა დაასახელა.

 

 

მისი განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მეურვეობის კანდიდატის შესარჩევი საპარლამენტო-საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არიან:

 

 

გალუმაშვილი სოსო - საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი, პიარ-სააგენტო „ჯეპრას“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პიარ-სკოლის დამფუძნებელი და ლექტორი; თვალაძე თინათინ - ბლოგერი; მხეიძე ზურაბ-ფსიქოლოგი; რუხაძე თინათინ - მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი; სტეფანიანი არნოლდ - არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ თავმჯდომარე; ტატიშვილი ოთარ - ექიმი და ტელეწამყვანი; ფოცხიშვილი ბასა - რეჟისორი, „სტუდია 1 2 3“-ის დამფუძნებელი; შიდაშვილი მარინე - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი; ჯოლოგუა თამაზ - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ჟურნალისტიკის
მიმართულების ასოცირებული პროფესორი.

 


პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დადგენილება მიღებისთანავე ამოქმედდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი