ტრამპმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმებიდან გამოდის
02-06-2017, 01:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პარიზის 2015 წლის კლიმატის ცვლილებაზე მიღწეული შეთანხმებიდან გამოდის. მან თქვა, რომ დაიწყება ნაბიჯების გადადგმა ახალი „სამართლიანი“ შეთანხმების მოლაპარაკებებისთვის, რომელიც ამერიკის ბიზნესებს და მოსამსახურეებს არ ჩააყენებს არახელსაყრელ და საზიანო პირობებში.

 


გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას ტრამპმა განაცხადა, რომ იგი თავისი ქვეყნის სანავთობო და ქვანახშირის ინდუსტრიების მხარდასაჭერ ნაბიჯებს გადადგამდა.

 


ოპონენტები აცხადებენ, რომ პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლა შეერთებული შტატების ხელმძღვანელობის უარის თქმაა უმთავრეს გლობალური გამოწვევაზე.

 


როგორც BBC იუწყება, პარიზის შეთანხმება ავალდებულებს შეერთებულ შტატებს და სხვა 187 ქვეყანას ინდუსტრიალიზაციის წინა დონეზე, 2 გრადუს ცელსიუსზე დაბლა შეინარჩუნონ ტემპერატურის მატება და „შეეცადონ შეზღუდონ“ კიდევ უფრო მეტად ტემპერატურის მატების პროცესი - 1.5C-მდეც კი. მხოლოდ სირიამ და ნიკარაგუამ არ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას.

 

 

რა განაცხადა ტრამპმა?

 


თეთრი სახლის „ვარდების ბაღში“ საუბრისას, ტრამპმა პარიზის ხელშეკრულება დაახასიათა ისეთ დოკუმენტად, რომლის მიზანიცაა შეერთებული შტატების შეზღუდვა და კონტროლი, გაღარიბება და მისთვის ზიანის მიყენება.

 


მისი მტკიცებით, პარიზის შეთანხმებით შეერთებულ შტატებს მთლიანი შიდა პროდუქტის 3 ტრილიონი აშშ დოლარის და 6.5 მილიონი სამუშაო ადგილის დაკარგვა დაუჯდება, მაშინ როცა მეტოქე ეკონომიკები, მაგალითად ჩინეთის და ინდოეთის მსგავსი, უფრო ხელსაყრელ პირობებში იყვნენ ჩაყენებული.

 


„იმისათვის, რომ აღვასრულო ჩემი ოფიციალური მოვალეობა, დავიცვა ამერიკა და მისი მოქალაქეები, შეერთებული შტატები პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოვა... მაგრამ დაიწყებს მოლაპარაკებებს ხელახლა შევიდეს ან პარიზის შეთანხმებაში ანდა რეალურად ახალ შეთანხმებაში, იმ პირობებით, რაც სამართლიანია შეერთებული შტატებისთვის“, განაცხადა ტრამპმა.

 


როგორც BBC იუწყება, ტრამპის სიტყვა მისი საარჩევნო კამპანიისდროინდელი სიტყვების მსგავს რიტორიკას შეიცავდა.

 


„ჩვენ უკვე აღარ გვინდა რომ სხვა ლიდერები და სხვა ქვეყნები იცინოდნენ ჩვენზე - და ეს ასეც იქნება“, თქვა მან და დაამატა:

 


„მე ამირჩიეს იმისათვის, რომ წარმოვადგენდე პიტსბურგის და არა პარიზის მოქალაქეებს. მე პირობა დავდე, რომ გამოვიდოდი ან გადავხედავდი ნებისმიერ შეთანხმებას, რომელიც ამერიკის ინტერესებს არ შეესატყვისება. მალე, ბევრი სავაჭრო შეთანხმების გადახედვა მოხდება“.

 


ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ შეერთებული შტატების გამოსვლა პარიზის შეთანხმებიდან კიდევ უფრო გაართულებს დანარჩენი მსოფლიოსთვის იმ მიზნების მიღწევას, რაც პარიზის შეთანხმებით არის შესაძლებელი.

 


BBC წერს, რომ შეერთებული შტატები გლობალური ნახშირორჟანგის დაახლოებით 15%-ს გამოყოფს, მაგრამ ამერიკა ამავე დროს მნიშვნელოვანი წყაროა ფინანსების და ტექნოლოგიების მხრივ განვითარებადი ქვეყნებისთვის, რომლებიც ტემპერატურის მატების წინააღმდეგ დგამენ ნაბიჯებს.

 


ტრამპს არ დაუსახელებია ამერიკის ხელშეკრულებიდან გამოსვლის დროის პერიოდი, მაგრამ ცოტა უფრო ადრე, თეთრმა სახლმა ივარაუდა, რომ პროცესს 4 წლამდე დასჭირდება.

 


შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, რომელმაც პარიზის შეთანხმებას მოაწერა ხელი, დაუყოვნებლივ გააკრიტიკა ტრამპის გადაწყვეტილება და მის ადმინისტრაციას ბრალი დასდო „მომავალზე უარის თქმაში“.

 


საფრანგეთის, გერმანიის და იტალიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პარიზის 2015 წლის შეთანხმებაზე ხელახალი მოლაპარაკებების გამართვის წინააღმდეგი არიან.

 


„ჩვენ, მამოძრავებელ ძალას, რომელიც 2015 წლის დეკემბერში პარიზში წარმოიშვა, მივიჩნევთ შეუქცევადად და გულწრფელად გვჯერა, რომ პარიზის შეთანხმება არ შეიძლება ხელახალი მოლაპარაკებების საგნად იქცეს, მას შემდეგ რაც იგი არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ჩვენი პლანეტისთვის, საზოგადოებებისა და ეკონომიკებისთვის“, ნათქვამი განცხადებაში.

 


კანადის გარემოს დაცვის მინისტრმა, კატრინ მაკკენმა რეპორტიორებს უთხრა, რომ კანადა „სერიოზულად იმედგაწბილებულია“ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით.

 


აშშ-ის პრეზიდენტის აღნიშნული ნაბიჯის წინააღმდეგ გამოვიდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი, რომელმაც გამოხატა თავისი იმედგაცრუება და ტრამპს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ შეთანხმება იცავს „მომავალი თაობების კეთილდღეობას და უსაფრთხოებას“.

 


ტრამპის გადაწყვეტილება დაგმეს ასევე ნორმანდიულმა სახელმწიფოებმა - შვედეთმა, ფინეთმა, დანიამ, ნორვეგიამ და ისლანდიამ.

 


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ეს არის „დიდი იმედგაწბილება გლობალური ძალისხმევების გზაზე, შემცირებულიყო სითბური გაზების გამოყოფა და ხელი შეწყობოდა გლობალურ უსაფრთხოებას“.

 


ტექნოლოგიების მეწარმემ ელონ მასკმა დაადასტურა, რომ პროტესტის ნიშნად ტრამპის ადმინისტრაციაში მრჩევლის თანამდებობა დატოვა.

 


„მივდივარ საპრეზიდენტო მრჩეველთა საბჭოდან. კლიმატის ცვლილება რეალურია. პარიზის [შეთანხმების] დატოვება არ არის კარგი ამერიკისთვის თუ მსოფლიოსთვის“, დაწერა მან „თვითერზე“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი