ირლანდიას პირველად ეყოლება ჰომოსექსუალი პრემიერ მინისტრი
03-06-2017, 03:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„Fine Gael“ -ის პარტიაში გამარჯვების მიღწევის შემდეგ, ლეო ვარადკარი ირლანდიის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრი გახდება.

 


როგორც BBC წერს, 38 წლის პოლიტიკოსი ირლანდიის მთავრობის პირველი ჰომოსექსუალი მეთაური და ამავე დროს ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი იქნება.

 


ვარადკარმა მისი მეტოქე, საბინაო მინისტრი საიმონ კოვენეი დაამარცხა. მან ხმების 60% მიიღო და უხელმძღვანელებს „Fine Gael“-ს - ყველაზე დიდ პარტიას კოალიციურ მთავრობაში.

 


იგი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის ლიდერის პოსტზე ენდა კენის რამდენიმე კვირაში შეცვლის.

 


ვარადკარი - ყოფილი ექიმი, ირლანდიელი ექთნის და ინდოელი ექიმის შვილია და როგორც BBC წერს, მედიის უმეტესობა მისი გამარჯვების შესახებ ინფორმაციების გავრცელებისას ძირითადად ვარადკარის ფესვებზე, ასაკზე და სექსუალურობაზე არის ფოკუსირებული.

 


ვარადკარმა მისალოცი წერილი უკვე მიიღო დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, ტერეზა მეისაგან.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი