ლონდონის ხიდზე, სადაც ფურგონი შევარდა, პოლიციაა მობილიზებული - BBC ინციდენტში დანით შეიარაღებული პირის ჩართულობასა და სულ მცირე 1 გარდაცვლილზე ავრცელებს ინფორმაციას
03-06-2017, 17:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალურ ლონდონში, ლონდონის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველებმა განაცხადეს, რომ შეიარაღებული პოლიციელები ხიდზე იმყოფებიან მას შემდეგ, რაც თეთრი ფერის ფურგონი ტროტუარზე შევარდა.

 

 

როგორც BBC სატრანსპორტო პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, ადგილი აქვს სამ სხვადასხვა ინციდენტს. გავრცელებული ცნობით, დანით შეიარაღებული პირის ჩართულობის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანია გარდაცვლილი და არიან დაჭრილები. 

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ახლა დაუნინგ სტრიტისკენ მიემართება, რომ მიიღოს შემდგომი ინფორმაციები უსაფრთხოების სამსახურებისაგან. 

 

 

BBC იუწყება, რომ თავდამსხმელები გრძელი დანებით ახორციელებდნენ ადამიანებზე თავდასხმას. იმ ტეროტორიაზე, სადაც თავდასხმა მოხდა, დაცვის სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც რამდენიმე ლუდხანის (ე.წ. პაბი) ზედამხედველობას ახდენდა, განაცხადა, რომ ინციდენტისას ყველა გარბოდა და გაჰყვიროდა.  

 


BBC-ის ცნობით, დედაქალაქის პოლიციამ განაცხადა, რომ ისინი მომხდარ ინციდენტებს იკვლევენ.

 


ლონდონის სატრანსპორტო კომპანიამ განაცხადა, რომ ხიდი ორივე მიმართულებით გადაიკეტა და ავტობუსის მარშრუტები სხვადასხვა მიმართულებით გადამისამართდა.

 


BBC-ის რეპორტიორმა ჰოლი ჯონსმა, რომელიც ინციდენტის დროს ხიდზე იმყოფებოდა, განაცხადა რომ მამაკაცმა ფურგონი ხიდზე „დაახლოებით 50 მილი საათში სიჩქარით შეიყვანა“.

 


მისი თქმით, ხუთმა ადამიანმა მიიღო დაზიანება მას შემდეგ, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალება ტროტუარზე ავარდა.

 


ლონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურმა „თვითერზე“ დაწერა: „რამდენიმე ჯგუფია გასული ლონდონის ხიდზე, გთხოვთ, მოერიდოთ მიმდებარე ტერიტორიას“. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი