ირანის პარლამენტზე და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმთან მომხდარი თავდასხმებისას სულ მცირე 12 ადამიანია მოკლული - ირანული მედია
07-06-2017, 04:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირანის პარლამენტზე და აიათოლა ხომეინის მავზოლეუმთან ოთხშაბათ დილით მომხდარი თავდასხმებისას სულ მცირე 12 ადამიანია მოკლული და რამდენიმე კი დაჭრილი. ინფორმაციას „როიტერსი“ ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

 

მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ეს კი ამ დაჯგუფების მიერ ირანში პირველად განხორციელებული თავდასხმაა, რომლის უკანაც ირანის გავლენიანი რევოლუციური მცველები საუდის არაბეთს და შეერთებულ შტატებს მოიაზრებენ. 

  


პარლამენტის წევრმა, ელიას ჰაზრატმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა, რომ თეირანის ცენტრში თავდასხმა სამმა პირმა განახორციელა, რომელთაგან ერთს პისტოლეტი ჰქონდა, დანარჩენ ორს კი კალაშნიკოვის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი AK-47.

 


როგორც ახალი ამბების სააგენტო ISNA წერს, პარლამენტის სხვა წევრმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი უსაფრთხოების ძალებს ჰყავდათ ალყაში მოქცეული და შენობაში შესასვლელი ყველა კარი ჩაკეტილი იყო. 

 


„პარლამენტის შენობის შიგნით ვიყავი, როდესაც სროლები მოხდა. ყველა შოკირებული და შეშინებული იყო. დავინახე ორი მამაკაცი განურჩევლად ისროდა“, განაცხადა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა, რომელმაც ითხოვა, რომ მისი ვინაობა არ დასახელებულიყო.

 

 

 


დაახლოებით ნახევარი საათის მოგვიანებით, თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა აიათოლა ხომეინის - ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის ლიდერის მავზოლეუმთან, რა დროსაც მოქალაქეებმა დაზიანებები მიიღეს, იუწყება ირანის ინგლისურენოვანი Press TV-ი.

 


სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, თავდამსხმელმა მავზოლეუმთან სროლების შემდეგ თავი ბომბით აიფეთქა.

 


ირანის ტელევიზიამ განაცხადა, რომ პარლამენტმა მუშაობა განაახლა და გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც სესიის დაწყება და მისი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობაა ასახული.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი