იანოშ ჰერმანი: საქართველოს ამოცანაა, დაასრულოს სამართლებრივი დაახლოება - ეს მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას
07-06-2017, 04:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის საჭიროა სამართლებრივი დაახლოება, რაც მისივე თქმით,  ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

 

 

„საქართველოს ამოცანა აქვს, დაასრულოს სამართლებრივი დაახლოება. აღნიშნული მოიცავს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას 2020 წლისთვის. ეს ეხება იმ სფეროებს, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებაშია გაწერილი. საქართველომ ამ მხრივ უკვე ბევრი გააკეთა. ჩვენ ამას ვაფასებთ, მაგრამ საჭიროა, ინტენსიური მუშაობა დარჩენილი პერიოდისთვის. 2020 წელი არცთუ ისე შორსაა. ევროკავშირი განაგრძობს ამ პროცესის მხარდაჭერას. ჩემი აზრით, სამართლებრივი დაახლოება ასოცირების ხელშეკრულების მთავარი ასპექტია", განაცხადა ელჩმა და დაამატა: „მთავარია არა უბრალოდ ახალი კანონების მიღება, არამედ მათი განხორციელება. დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებები ის ფუნდამენტური პრინციპებია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობების საძირკველში დევს“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი