FBI-ს ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს კომიმ განაცხადა, რომ ტრამპმა იგი იმის გამო დაითხოვა, რომ FBI-ს რუსეთზე გამოძიებისთვის ძირი გამოეთხარა
08-06-2017, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

FBI-ს ყოფილმა დირექტორმა, ჯეიმს კომიმ ხუთშაბათს ბრალი დასდო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მისი სამსახურიდან იმ მოტივით დათხოვნაში, რომ ძირი გამოეთხარა ბიუროს იმ გამოძიებისთვის, რომელიც ტრამპის საარჩევნო კამპანიასა და რუსეთს შორის შესაძლო საიდუმლო შეთანხმებას უკავშირდებოდა.

 


შეერთებული შტატების კონგრესში გამართული მოსმენებისას, კომიმ უთხრა კანონმდებლებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ მოატყუა და სახელი გაუტეხა მას და FBI-ს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა იგი 9 მაისს თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

 

 


ახალი ამბების სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენების მიცემისას, კომიმ სენატის სადაზვერვო კომიტეტს უთხრა, რომ მას სჯეროდა, რომ ტრამპმა მიზანში ამოიღო იგი, რომ შეეწყვიტა FBI-ს გამოძიება „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველთან, მაიკლ ფლინთან დაკავშირებით, როგორც უფრო ფართო რუსული საქმის გამოძიების ნაწილი.

 


მიუხედავად ამისა, როგორც ამას „როიტერსი“ წერს, კომის ტრამპსა თუ მის საარჩევნო გუნდსა და რუსეთს შორის სავარაუდო კავშირების შესახებ რაიმე ახალი ამბავი არ გაუმჟღავნებია.

 


შეკითხვაზე, რატომ დაითხოვა ტრამპმა იგი, კომიმ განაცხადა, რომ მან დარწმუნებით არ იცის ამის მიზეზი, მაგრამ დაამატა: „კვლავ, მე ვიღებ პრეზიდენტის სიტყვებს. მე ვიცი, იმიტომ ვიქენი დათხოვნილი, რომ რუსეთის გამოძიება, რომელსაც მე ვაწარმოებდი, გარკვეულწილად მასზე ახდენდა ზეწოლას, გარკვეულად აღიზიანებდა მას, და ამის გამო მან ჩემი გათავისუფლება გადაწყვიტა“.

 


მაგრამ კომის არ უთქვამს, ფიქრობდა თუ არა იგი, რომ პრეზიდენტი ცდილობდა სიმართლის დადგენისთვის ხელის შეშლას, მაგრამ მან ნამდვილად თქვა, რომ ფლინი FBI-ს გამოძიებით, „სისიხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენების რისკის კანონიერი საფრთხის ქვეშ“ იყო, წერს „როიტერსი“.

 

 

 


„მე არ ვფიქრობ, რომ საუბარი, რომელიც მე მქონდა პრეზიდენტთან, ხელის შეშლის მცდელობა იყო. მე მივიღე ის, როგორც ძალიან შემაშფოთებელი რამ, ძალიან შემაშფოთებელი“, უთხრა კომიმ კომიტეტს.

 


ტრამპის კრიტიკოსები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის მიერ ნებისმიერი მცდელობა, ხელი შეუშალოს FBI -ს გამოძიებას, სამართლიანობის აღსრულების ხელისშემშლელი იქნება. ამგვარმა დანაშაულებრივმა ქმედებამ შესაძლოა პოტენციურად ტრამპის კონგრესის მიერ იმპიჩმენტისკენ წაიყვანოს საქმე, თუმცა, როგორც ამას „როიტერსი“ წერს, „რესპუბლიკელებმა“, რომლებიც აკონტროლებენ როგორც სენატს, ისე წარმომადგენლობით პალატას, ამგვარი ნაბიჯის გადადგმისკენ მცირე ლტოლვა აჩვენეს.

 


მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა ბრძოლის გაგრძელების აღთქმა დადო. „ჩვენ ალყაში ვიმყოფებით... მაგრამ ჩვენ აქედან გამოვალთ უფრო მძლავრი, უფრო დიდი და უფრო უკეთესი, ვიდრე ოდესმე“, თქვა მან.

 


„ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვიბრძოლოთ და ჩვენ არასოდეს დავნებდებით“, დაამატა პრეზიდენტმა.

 


ტრამპის პირადმა ადვოკატმა, მარკ კასოვიჩმა განაცხადა, რომ კომის მიერ ჩვენების მიცემამ დაამტკიცა, რომ პრეზიდენტი არ ყოფილა რაიმე გამოძიების ქვეშ და არ არსებობს სამხილი, რომ რუსეთის გასული წლის არჩევნებში ჩარევის შედეგად ერთ ხმაც კი შეცვლილიყო.

 


კასოვიჩმა უარყო, რომ ტრამპს ოდესმე ეთქვას, რომ მას სჭირდებოდა და მოელოდა მისგან ერთგულებას, როგორც ეს კომიმ თქვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი