ეგზიტ პოლის თანახმად, „ტორები“ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ყველაზე დიდი პარტია იქნება, მაგრამ მას შესაძლოა არ ჰყავდეს უმრავლესობა
08-06-2017, 16:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ტორები“ პარლამენტში ყველაზე დიდი პარტია იქნება, მაგრამ მას შესაძლოა არ ჰყავდეს უმრავლესობა. ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ BBC ეგზიტ პოლზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


NOP/Ipsos MORI, BBC/ITV/Sky-სთვის ჩატარებული გამოკითხვა, რომელიც მთელი ბრიტანეთის მასშტაბით ჩატარდა საარჩევნო უბნებზე, ირწმუნება, რომ ხმების სრულად დათვლის შემდეგ „კონსერვატიულმა პარტიამ“ შესაძლოა 314 დეპუტატი გაიყვანოს თემთა პალატაში, „ლეიბორისტებმა“ შესაძლოა 266 ადგილი მიიღონ, „ლიბერალ-დემოკრატებმა“ 14, „დიდი ბრიტანეთის დამოუკიდებელმა პარტიამ“ ვერც ერთი, „შოტლანდიის ეროვნულმა პარტიამ“ 34.

 


მოელიან, რომ არჩევნების პირველადი შედეგები შუაღამისას გამოცხადდება, ხოლო საბოლოო შედეგები პარასკევს, შუადღისთვის გახდება ცნობილი.

 


ხუთშაბათს, 8 ივნისს, დიდ ბრიტანეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით 40 000-ზე მეტი საარჩევნო უბანი იყო დარეგისტრირებული, რომლებიც ბრიტანეთის დროით დილის 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემა კი 22:00 საათზე დასრულდა.

 


როგორც BBC იუწყება, საარჩევნო რეგისტრაცია გაიარა დაახლოებით 46.9 მილიონმა ამომრჩეველმა, რომელიც საერთო ჯამში 650 დეპუტატს აირჩევს. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 2015 წელს, 46.4 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული.

 


ზოგიერთმა ამომრჩეველმა ხმა ფოსტის მეშვეობით მისცა. მათმა რაოდენობამ 2015 წლის არჩევნებში საერთო ელექტორატის 16.4% შეადგინა.

 


2015 წლის არჩევნებში, როცა „კონსერვატორებმა“ 650 ადგილიდან 331 მოიპოვეს, მონაწილეთა საერთო რაოდენობა 66.4% იყო, უფრო მაღალი ვიდრე 2010 წელს.

 


BBC-ის ცნობით, საარჩევნო უბნების უმრავლესობა სკოლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, საეკლესიო დარბაზებშია განლაგებული, მაგრამ წარსულში ხმის მისაცემად ლუდხანები, სამრეცხაოები და სასკოლო ავტობუსებიც იყო გამოყენებული.

 


არაჩვეულებისამებრ, საპარლამენტო არჩევნების პარალელურად არ ჩატარებულა ადგილობრივი არჩევნები, ამგვარად არჩევნების შედეგები უფრო ადრე შეიძლება გახდეს ცნობილი, ვიდრე ამას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდა ადგილი.

 


თემთა პალატაში უმრავლესობის ფორმირებისთვის ერთმა პარტიამ 326 ადგილი უნდა მოიპოვოს - 2015 წელს „კონსერვატორთა“ უმრავლესობა 13:34 საათამდე არ დადასტურებულა. დევიდ ქამერონის ხელმძღვანელობით 2015-ში „ტორებმა“ 331 ადგილი მოიპოვეს, რაც 5-ით აღემატებოდა უმრავლესობის ჩამოსაყალიბებლად საჭირო დეპუტატთა რაოდენობას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი