ბრიტანეთის პოლიციამ ტერაქტის ახალი დეტალები გაამჟღავნა - ლონდონის ხიდზე თავდამსხმელები 7.5 ტონიანი სატვირთო ავტომანქანის დაქირავებას ცდილობდნენ
10-06-2017, 02:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამი ისლამისტი, რომლებმაც ლონდონის ხიდზე ფეხით მოსიარულეებს ფურგონი დაატაკეს და შემდეგ ახლომდებარე ბარებსა და რესტორნებში მოქეიფეებს ცივი იარაღით დაესხნენ თავს, თავდაპირველად ცდილობდა 7.5-ტონიანი სატვირთო ავტომანქანის დაქირავებას, განაცხადა პარასკევს დიდი ბრიტანეთის დედაქალაქის კონტრ-ტერორიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა. მაგრამ თავდამსხმელებმა ვერ წარმოადგინეს გადახდის დეტალები, რის გამოც მათ სატვირთო ავტომანქანის გამოყვანა ვერ შეძლეს.

 


„როიტერსის“ ცნობით, ლონდონის კონტრ-ტერორიზმის განყოფილების მეთაურმა, დინ ჰეიდონმა ასევე გაამჟღავნა, რომ მამაკაცებს თავიანთი ფურგონის საბარგულში ბენზინის ბომბების მარაგი ჰქონდათ და თავიანთი საშინელი თავდასხმა ვარდისფერი კერამიკული დანებით განახორციელეს. პოლიციის ოფიცრებმა მათ უსაფრთხო სახლში ასევე ყურანი აღმოაჩინეს, რომელიც მოწამეობის გვერდზე იყო გადაშლილი.

 


3 ივნისს საღამოს 10:00 საათზე დაწყებული თავდასხმისას 8 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით მოქალაქემ დაზიანებები მიიღო. თავდამსხმელები - პაკისტანში დაბადებული ბრიტანელი, ხურამ შაზად ბუტი; ლიბიასთან, მაროკოსთან და ირლანდიასთან კავშირის მქონე რაშიდ რედუანე და იტალიელი იოსეფ ზაგბა ცეცხლსასროლი იარაღით იქნენ ლიკვიდირებული.

 


პოლიციის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, არ არსებობს იმის სამხილი, რომ აღნიშნული სამი პირი დიდ ბრიტანეთში თუ საზღვარგარეთიდან ვინმესგან იმართებოდა.

 


„ჩვენ არ ვიძიებთ საქმეს უფრო ფართო ქსელის შესახებ“, განაცხადა ლონდონის კონტრ-ტერორიზმის განყოფილების მეთაურმა, ჰეიდონმა და დაამატა, რომ პოლიცია ჯერ კიდევ ცდილობს იმის დადგენას, თუ როგორ დაუკავშირდა აღნიშნული სამი მამაკაცი ერთმანეთს. მან დეტალურად აღწერა მოვლენების განვითარება.

 


3 ივნისს, შაბათ დილას, 27 წლის ბუტი, რომელიც ჰეიდონის თქმით, წინამძღოლი უნდა ყოფილიყო, ცდილობდა 7.5-ტონიანი სატვირთო ავტომანქანის ქირით გამოყვანას, მაგრამ არ წარმოუდგენია გადახდის დეტალები.

 


ნათელი არ არის, მან ვერ გადაიხადა, თუ მას არ გააჩნდა ამგვარი სატრანსპორტო საშუალების ტარებისთვის საჭირო ლიცენზია, მაგრამ, როგორც „როიტერსი“ წერს, მისი მცდელობა გასული წლის ივლისში, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მომხდარი თავდასხმის შემხსენებელია, როცა 19-ტონიანი სატვირთო ავტომანქანა ხალხში შევარდა და 86 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 


17:00 საათის დადგომამდე (GMT) ბუტმა მიიღო ტექსტური შეტყობინება, რომელიც ადასტურებდა, რომ მას შეეძლო გაეყვანა ნაქირავები „რენაულტის“ ფურგონი.

 


დაახლოებით 17:30 საათზე, ბუტი და მისი თანამზრახველი ფურგონის გამოსაყვანად მივიდნენ, სანამ ისინი აღმოსავლეთ ლონდონში მდებარე ზაგბას სახლისკენ გაემართებოდნენ. 18:38 საათზე მათ დატოვეს ზაგბას სახლი და ორი საათის მოგვიანებით ფურგონი ლონდონის ხიდთან იყო მისული. სანამ ავტომანქანას ფეხით მოსიარულეებს დააჯახებდნენ, მათ ლონდონის ხიდის გასწვრივ ორჯერ გაიარეს ფურგონით და მესამე მცდელობისას შევარდნენ ფეხით მოსიარულეებისთვის განკუთვნილ ტროტუარზე.

 

 

 


ხიდზე ფურგონის დაჯახების შედეგად, რომელსაც სავარაუდოდ, ბუტი მართავდა, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ, სამმა მამაკაცმა მიატოვა სატრანსპორტო საშუალება და დაიწყო ახლომდებარე ბარებსა და რესტორნებში მოქეიფეებზე ცივი იარაღით, დანებით თავდასხმა.

 


მამაკაცები ერთნაირი 30-სანტიმეტრიანი ვარდისფერი კერამიკული დანებით იყვნენ შეიარაღებულნი, დანები ღვედებით ჰქონდათ მაჯებზე მიბმული და ხელის გარშემო ტყავებით ჰქონდათ შეკრული. ისინი ასევე ატარებდნენ ყალბ თვითმკვლელ ქამრებს.

 


შეტყობინების შესვლიდან 8 წუთში, პოლიციის შეიარაღებული ოფიცრები თავდასხმის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ და 46 გასროლა განახორციელეს - სამივე მამაკაცი ადგილზევე მოკლეს.

 


თავდამსხმელების ფურგონში დეტექტივებმა ღვინის 13 ბოთლი აღმოაჩინეს, რომლებიც საწვავით იყო სავსე და ბენზინის ბომბებად, მოლოტოვის კოქტეილებად იყო გამზადებული. იქ იყო ასევე ორი ჩირაღდანი, რომელიც, როგორც ჰეიდონი ფიქრობს, შესაძლებელია მეორადი შესაძლო თავდასხმისას გამოყენებული ყოფილიყო სახლში დამზადებული ბომბებისთვის ცეცხლის მოსაკიდებლად.

 


„ისინი ჯერ კიდევ საკმაოდ ახლოს იყვნენ ფურგონთან. იყო შესაძლებლობა, რომ ისინი უკან გამობრუნებულიყვნენ“, განაცხადა ჰეიდონმა, რომლის თქმითაც, თავდასხმა რედუანეს უსაფრთხო სახლში, ბარკინგში, აღმოსავლეთ ლონდონში მომზადდა.

 


პოლიციამ აღნიშნულ სახლში სხვა საგნებთან ერთად, ინგლისურენოვანი ყურანი იპოვეს, რომელიც გადაშლილი იყო იმ გვერდზე, სადაც მოწამეობა არის აღწერილი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი