ალექსანდრე ჯეჯელავა: ყველას მოვუწოდებთ, რომ ცოტა მეტი პატივისცემა გამოიჩინონ იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას იცავს
10-06-2017, 05:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ყველას მოვუწოდებთ, რომ ცოტა მეტი პატივისცემა გამოიჩინონ იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას იცავს, აღნიშნული განცხადება ვიცე პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა.

 

 

„აზერბაიჯანელმა დეპუტატმა რომელზე დაყრდნობითაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, თავად უარყო და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მას არ ეკუთვნის. დეპუტატის განცხადების გაყალბებასთან გვაქვს საქმე, მან გააკეთა განმარტებითი განცხადება. მანამდეც და ამ განცხადების შემდეგაც, ჩვენ უარვყოფთ ყოველგვარ მონაწილეობას საქართველოს სამართლებრივი სისტემის და ყველას მოვუწოდებთ, რომ ცოტა მეტი პატივისცემა გამოიჩინონ იმ ხალხის მიმართ, ვინც ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოებას იცავს”, განაცხადა ჯეჯელავამ.

 

 

სუს-ი აზერბაიჯანელი დეპუტატის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მუხთარლის დაკავება იყო აზერბაიჯანისა და საქართველოს სპეცსამსახურების ერთობლივი მუშაობის შედეგი, კატეგორიულად უარყოფს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი