ლიტვის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებმა 2017-2020 წლებში საქართველოს მხარდაჭერის სამოქმედო გეგმა მიიღეს
10-06-2017, 09:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებმა 2017-2020 წლებში ლიტვის მიერ საქართველოს მხარდაჭერის სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს და ლიტვის მთავრობას პოლიტიკური, ექსპერტული და ფინანსური მხარდაჭერის მობილიზებისკენ მოუწოდეს, რათა საქართველომ მის წინაშე არსებული გამოწვევები დაძლიოს და ასევე, მიიღოს მკაფიო გზავნილი მეგობრებისგან, რომ იგი არ არის მარტო რეფორმების განხორციელებისა და დასავლეთთან ინტეგრაციის გზაზე.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

კომიტეტები მოუწოდებენ ლიტვის მთავრობას აქტიურად ჩაერთოს გეგმის განხორციელებაში, ამ მიზნით შესაბამისი დაფინანსებაც გამოჰყოს და სეიმის სესიის განმავლობაში, სულ მცირე, ერთხელ, კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, წარმოადგინოს ინფორმაცია 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ.

 

 

4-წლიან სამოქმედო გეგმაში გამოკვეთილია, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, დემოკრატიული კონსოლიდაციის მხარდაჭერა ლიტვის ინტერესებშია და ამ მიზნით ქვეყანა საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებისკენ მიმართავს მნიშვნელოვან ძალისხმევას.

 

 

დოკუმენტი, რომელზეც შესაბამისი კომიტეტები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ, მრავლისმომცველია და ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, აღმოსავლეთ პარტნიორობა, სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, თავდაცვა და უსაფრთხოება, საპარლამენტო თანამშრომლობა, ეკონომიკური ურთიერთობები, განათლების ხელშეწყობა, სამოქალაქო საზოგადოების დახმარება და სხვა.

 

 

ლიტვა გამოთქვამს მზადყოფნას, საქართველოს ინტერესების ლობირება გასწიოს საერთაშორისო დონეზე და მოუწოდოს სხვა ქვეყნის პარლამენტებსა და საერთაშორისო ინსტიტუტებს, რომ საქართველოს დახმარების ანალოგიური გეგმები შეიმუშაონ.

 

 

გეგმის ერთ-ერთი მიმართულებაა საერთაშორისო დონეზე იმ პრინციპის დამკვიდრება, რომ საქართველო და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნები რუსეთის ინტერესის სფეროდ არ განიხილებოდნენ.

 

 

„ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის შესახებ ქართული საზოგადოების მკაფიო და სუვერენული სურვილის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვით, დასავლეთი რუსეთის მიერ ახალი „წითელი ხაზების“ ჩამოყალიბების პრევენციას მოახდენს“, ნათქვამია დოკუმენტში.

 

 

დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა საპარლამენტო თანამშრომლობას და დიპლომატიას. ხაზგასმულია საქართველოსთან საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა როგორც მეგობრობის ჯგუფების დონეზე, ისე შესაბამისი სფეროების საპარლამენტო კომიტეტებს შორის.

 

 

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია საერთაშორისო ფორმატებში ლიტვისა და საქართველოს საპარლამენტო დელეგაციების თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა. ასევე, საუბარია საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მობილიზების მიზნით ევროპის პარლამენტთან ურთიერთობის გააქტიურებასა და ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან პარტიული დიპლომატიის გაღრმავებაზე, რაც მრავალმხრივ ფორუმებში ქართული პოლიტიკური პარტიების ჩართვას უზრუნველყოფს.

 

 

დოკუმენტში ხაზგასმულია საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერა. ასევე, საუბარია ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ფარგლებში, ნატოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში საქართველოს მხარდაჭერაზე.

 

 

ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტები დოკუმენტში აუცილებელი რეფორმების განხორციელებასა და შეიარაღებული ძალების მოდერნიზების მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერაზე, ნატოს წევრი ქვეყნებისა და საქართველოს მეტი ერთობლივი წვრთნების ხელშეწყობასა და საქართველოში პარტნიორი ქვეყნების ძალების მეტი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის მხარდაჭერაზე მიუთითებენ.

 

 

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის კუთხით, დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ეს საკითხი მუდმივ ხაზგასმას საჭიროებს მრავალმხრივ ფორმატებში. ასევე აღნიშნულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატისა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მიმართ მხარდაჭერის მობილიზების მნიშვნელობა და საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას შორის ორმხრივი ნდობის აღდგენის ხელშეწყობა.

 

 

ლიტვის რესპუბლიკის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტები საუბრობენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის მონიტორინგის გაზრდასა და რეფორმების ხელშეწყობის მიზნით ფინანსურ მხარდაჭერაზე.

 

 

ასოცირების შესახებ შეთანხმების შეფასების საფუძველზე, დოკუმენტი მოუწოდებს, საქართველოს ხელშეწყობისკენ იმ „პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრასა და იმ რეფორმების განხორციელების დაწყებაში, რომლებსაც შეუძლიათ ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის მაღალი სარგებლის ყველაზე სწრაფად მოტანა“.

 

 

გეგმის თანახმად, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების და ევროკავშირში ექსპორტის გასაზრდელად ლიტვა ევროკავშირის ინსტიტუტებს შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, რათა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (AA/DCFTA) შეთანხმების ჩათვლით, „წარმატების ისტორიად“ იქცეს.

 

 

გეგმაში შერჩეულია სფეროები, საითკენაც ექსპერტული და ფინანსური დახმარება უნდა მიიმართოს. მათ შორისაა, საჯარო სამსახურის რეფორმა, მუნიციპალური სერვისები, წყლის მართვა, ენერგო ეფექტურობა და განახლებადი ენერგიები, საგზაო მოძრაობის კანონმდებლობების გაუმჯობესება, დახმარება განათლების სფეროში, სტუდენტებისთვის მეტი სტიპენდიები და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის გაცვლითი პროგრამები.

 

 

გეგმის თანახმად, დახმარება ასევე მოიცავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროში დახმარებას, რათა უზრუნველყოფილი იქნას ეროვნული სტრატეგიული ამოცანების შესრულება, დემოკრატიული ევროპული ღირებულებების დამკვიდრება და მტრულ პროპაგანდასთან გამკლავება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი