ანგელა მერკელმა დონალდ ტრამპს მსოფლიო იმპერიების ისტორიები შეახსენა და მექსიკაში ვიზიტისას განაცხადა, რომ კედლების აღმართვა მიგრაციის პრობლემებს ვერ გადაწყვეტს
11-06-2017, 05:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა მექსიკაში ვიზიტისას, შაბათს, განაცხადა, რომ კედლების აღმართვა იმიგრაციის მიერ შექმნილ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს, რითაც მან შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უმთავრეს იდეას, აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენების თაობაზე - რაც ტრამპის აზრით, მექსიკიდან ამერიკაში იმიგრანტების, ნარკოდილერების და სხვა კრიმინალების უკანონო შესვლას ალაგმავს - კრიტიკული დარტყმა მიაყენა და ამით ფაქტობრივად, მექსიკის პრეზიდენტის, ნიეტოს მხარე დაიჭირა მას შემდეგ, რაც აშშ-მექსიკის ურთიერთობები, ტრამპის მიერ კედლის აშენების იდეის გაჟღერების და მის ასაშენებლად საფასურის მექსიკისთვის გადახდევინების მცდელობის გამო, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე ჩამოვიდა.

 


„როიტერსის“ ცნობით, მეხიკოში საუბრისას, მერკელმა, რომელიც კომუნისტურ აღმოსავლეთ გერმანიაში, რკინის ფარდის მიღმა გაიზარდა, განაცხადა, რომ ისტორიამ აჩვენა, რომ როდესაც იმპერიები თავიანთ მეზობლებთან კარგად არიან შეწყობილნი, მხოლოდ მაშინ არის მიგრაციის ზეწოლები გადაწყვეტილი წარმატებულად.

 


„კედლების აღმართვა პრობლემას ვერ გადაწყვეტს“, აღნიშნა მერკელმა და ისტორიული მაგალითები მოიყვანა.

 


„ეს არის საკითხი, რომელიც შენ კარგად შეიძლება ისწავლო ჩინეთის ისტორიიდან, ჩინეთის დიდი კედლის ისტორიით, შეგიძლია ისწავლო რომაელთა იმპერიის ისტორიიდან. არსებითად, მხოლოდ მაშინ, როდესაც დიდმა იმპერიებმა მოახერხეს გონივრული ურთიერთობების გამოჭედვა თავიანთ მეზობლებთან, მოახერხეს მიგრაციის მართვა წარმატებულად“, განაცხადა მერკელმა.

 


„მე არ ვფიქრობ, რომ საზღვრის ტექნიკური მხარის უბრალო გაუმჯობესებით შენ შეძლო პრობლემის გადაწყვეტა“, უთხრა მან პანელს განხილვებისას, მის გვერდით კი მექსიკის პრეზიდენტი ენრიკე პენა ნიეტო იდგა.

 


მთავარია გააუმჯობესო ცხოვრების დონე და შესაძლებლობები პრობლემურ ადგილებში, თქვა მერკელმა, რომელსაც ტრამპი არ უხსენებია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი