11 ადამიანია მოკლული კონგოში ციხეზე განხორციელებული თავდასხმისას, ციხიდან კი 900-ზე მეტი პატიმარია გაქცეული
11-06-2017, 14:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

11 ადამიანია მოკლული კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ციხეზე მებრძოლების მიერ განხორციელებული თავდასხმისას, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კი 900-ზე მეტი პატიმარი იქნა გათავისუფლებული. ინფორმაციას BBC ოფიციოზზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


ჩრდილოეთ კივუს პროვინციის გუბერნატორმა, ჯულიენ პალუკუმ განაცხადა, რომ ბენის ციხეზე თავდასხმისას მებრძოლებმა მძიმე შეიარაღება გამოიყენეს.

 


მოკლულთაგან სულ მცირე 8 ციხის დაცვის თანამშრომელია, დაამატა ჯულიენ პალუკუმ. პროვინციაში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

 


ჯერჯერობით თავდამსხმელთა იდენტიფიკაცია არ მომხდარა.

 


კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა კრიზისშია მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ჯოზეფ კაბილამ, მისი ვადის ამოწურვის მიუხედავად, უარი განაცხადა თანამდებობიდან წასვლაზე.

 


გასულ თვეს დაახლოებით 4 000 პატიმარი გაიქცა მაღალი უსაფრთხოებით უზრუნველყოფილი ციხიდან დედაქალაქ კინშასაში, მასზე სეპარატისტული სექტის წარმომადგენლების თავდასხმისას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი