რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი დაჟინებით მოუწოდებს მოქალაქეებს შეუერთდნენ კორუფციის წინააღმდეგ დაგეგმილ პროტესტს
12-06-2017, 01:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოელიან, რომ რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები მოსკოვში ჩავლენ და დედაქალაქის ცენტრში კორუფციის წინააღმდეგ დაგეგმილ არასანქცირებულ დემონსტრაციაში მიიღებენ მონაწილეობას.

 


როგორც BBC იუწყება, ნავალნის დემონსტრაციის გამართვის უფლება სხვა ადგილას აქვს, მაგრამ მან თქვა, რომ ლოკაცია შეცვალა მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეეცადა პროტესტანტების „დამცირებას“.

 


სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან გაკეთდა გამაფრთხილებელი განცხადება, რომ პოლიცია ნებისმიერი არასანქცირებული დემონსტრაციის წინააღმდეგ ქმედებებს განახორციელებს.

 


ნავალნის მიერ ბოლო დროს მოწყობილი მიტინგებისას ასეულობით ადამიანი იქნა დაპატიმრებული. აღნიშნული დემონსტრაციები 2012 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იყო, მასში ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა, მათ შორის მოზარდები და საპროტესტო გამოსვლები მთელი ქვეყნის მასშტაბით ნავალნის მიერ იმ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ გაიმართა, სადაც ოპოზიციის ლიდერი რუსეთის პრემიერ მინისტრს, დიმიტრი მედვედევს ბრალს კორუფციაში სდებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი