China Eastern Airlines-ის Airbus A330 ძრავაში აღმოჩენილი ხვრელის გამო აფრენიდან 1 საათში სიდნეის აეროპორტში დაეშვა
12-06-2017, 02:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

China Eastern Airlines-ის თვითმფრინავი Airbus A330, რომელიც სიდნეიდან შანხაის მიმართულებით ასრულებდა რეისს, აფრენიდან დაახლოებით 1 საათის შემდეგ, ძრავაში აღმოჩენილი ტექნიკური პრობლემის გამო, უკან გაბრუნდა და უსაფრთხოდ დაეშვა სიდნეიში.

 


BBC-ის ცნობით, მგზავრებმა, რომელთაც ღამე სიდნეიში გაათენეს, მედიის წარმომადგენლებს უთხრეს, რომ მათ ავიალაინერის შიგნით დამწვრობის სუნი იგრძნეს. ზოგიერთმა მათგანმა კი განაცხადა, რომ აფრენიდან მალევე მაღალი ხმა გაიგეს, რომელიც მარცხენა ძრავიდან გამოდიოდა.

 


ერთ-ერთმა მგზავრა ავსტრალიურ ტელევიზიას უთხრა: უეცრად ჩვენ გავიგეთ ეს ხმაური... ისეთი სუნი იდგა, თითქოს რაღაც იწვოდა. ნამდვილად შემეშინდა. ჩვენი ჯგუფი შეძრწუნებული იყო“.

 

 

ერთ-ერთმა ქალმა სააგენტო „როიტერსს“ უთხრა: „თვითმფრინავის ეკიპაჟის შემადგენლობა გამოვიდა და გვითხრა, რომ შეგვეკრა ქამრები. ისინი ცდილობდნენ ჩვენ დამშვიდებას, მაგრამ ჩვენ ფაქტობრივად, ძალიან დაპანიკებული ვიყავით, რადგან აზრზე არ ვიყავით თუ რა ხდებოდა“.

 


მგზავრებმა განაცხადეს, რომ დაზიანებული ძრავის სიახლოვეს ეკიპაჟმა ადგილები გაათავისუფლა.

 


China Eastern Airlines-მა განაცხადა, რომ ეკიპაჟმა „შენიშნა მარცხენა ძრავის არანორმალური სიტუაცია და გადაწყვიტა სიდნეის აეროპორტში დაუყოვნებელი დაბრუნება“.

 

ავიაციის უსაფრთხოების სამსახური მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი