მორწმუნეები დიდ პარასკევს ღვთისმსახურებისას იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებენ
10-04-2015, 01:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მართლმადიდებლური სამყარო დღეს წითელ პარასკევს (დიდ პარასკევს) აღნიშნავს. მორწმუნეები დიდ პარასკევს ღვთისმსახურებისას იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებენ.

 


წითელი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. ტაძრებში სამეუფეო ჟამნი სრულდება, რომლის დროსაც მაცხოვრის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

 


დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას ეძღვნება და შუადღის ორ საათზე აღევნილება. სწორედ ამ დროს მიიცვალა იესო ქრისტე ჯვარზე. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში ყვავილებით მორთული სადგამი მზადდება. საკურთხეველში წმინდა ტრაპეზზე გარდამოხსნას დააბრძანებენ, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში სამი არასრული დღის განმავლობაში რჩება, იმის ნიშნად, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში.

 


მართლმადიდებელი მორწმუნეები ამ დღეს კვერცხებს წითლად ღებავენ და პასქებს აცხობენ. ორივეს რელიგიური დატვირთვა აქვს - პასქას იმიტომ აცხობენ, რომ უფლი ჯვარს იუდეველთა პასექის დღესასწაულზე აცვეს. რაც შეეხება კვერცხების წითლად შეღებვას, ეს ტრადიცია წმიდა მარიამ მაგდალინელს უკავშირდება.

 


წმინდა მარიამმა რომში იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ქრისტეს აღდგომა ახარა. იმპერატორმა მარიამის ნათქვამი არ დაიჯერა და თქვა, რომ ეს ისეთივე შეუძლებელი რამ იყო, როგორც კვერცხის გაწითლება. იმპერატორს სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დასრულებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან. ამასთან, კვერცხი მარდიული სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი