ზაზა ფაჩულია პირველი ქართველი კალათბურთელია, რომელიც NBA-ს ჩემპიონი გახდა
13-06-2017, 00:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზაზა ფაჩულია ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2016/17 წლების ლიგის ჩემპიონია. იგი პირველი ქართველია, რომელმაც NBA -ის საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვა.

 

 

 


„გოლდენ სტეიტმა“, სადაც ფაჩულია თამაშობს ოკლანდში გამართულ ფინალური სერიის მეხუთე შეხვედრაში „კლივლენდ კავალიერსი“ ანგარიშით 129:120 დაამარცხა, სერია 4:1 მოიგო და ჩემპიონის ტიტული ბოლო სამი წლის განმავლობაში მეორედ, ისტორიაში კი მეხუთედ მოიპოვა.

 

 

„ეს საოცარი მომენტია. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო მომენტია ჩემ ცხოვრებაში“, თქვა ერთ-ერთ ჟურნალისტთან საუბარში ფაჩულიამ და საქართველოსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ქართველები მას ბოლო წლებია განსაკუთრებულ თანადგომას უცხადებენ. „ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, მხოლოდ 3.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მე მას აღვიქვამ, როგორც საკუთარ ოჯახს, გულწრფელად გეუბნებით. ეს საოცარი მომენტია“, განაცხადა ზაზა ფაჩულიამ. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი