რეჯეფ თაიფ ერდოღანი: „ყატარის იზოლირება ისლამური ღირებულებების საწინააღმდეგო და სიკვდილით დასჯის გამოცხადების მსგავსი რამაა“
14-06-2017, 03:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყატარის მისი მეზობელი სახელმწიფოებისაგან იზოლირება ისლამური ღირებულებების დარღვევად და „სიკვდილით დასჯის“ მსგავს ქმედებად გამოაცხადა.

 


როგორც ახალი ამბების საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ წერს, აღნიშნულ საკითხზე ერდოღანის სამშაბათს გაკეთებული კომენტარი ამ დრომდე ყველაზე ძლიერი ჩარევაა მას შემდეგ, რაც ანკარას მძლავრ მოკავშირესთან, ყატართან, 8 დღის წინათ ოთხმა არაბულმა სახელმწიფომ - საუდის არაბეთმა, ეგვიპტემ, ბაჰრეინმა და არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა დოჰას მიერ ტერორისტების და „მუსულმანთა საძმოს“ და შიიტური ირანის მხარდაჭერის ბრალდებით დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გამოაცხადეს და მასზე მკაცრი ეკონომიკური სანქციები დააწესეს.

 


ყატარი უარყოფს, რომ ის მხარს უჭერს ისლამისტ მებრძოლებს და შიიტურ ირანს, ყურის სუნიტური არაბული მონარქიების ძველ რეგიონულ მტერს.

 


„ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული ყატართან დაკავშირებით; სახელმწიფოს იზოლირება ყველა მიმართულებით, არაჰუმანური და ისლამური ღირებულებების საწინააღმეგოა. ეს ყატარისთვის სიკვდილით დასჯის გამოცხადების მსგავსი რამაა“, უთხრა ერდოღანმა მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ანკარაში და დაამატა:

 


„ყატარმა, თურქეთთან ერთად ყველაზე გადამწყვეტი პოზიცია აჩვენა ტერორისტული ორგანიზაციის, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ. ჩირქის მოცხების კამპანიით ყატარის მსხვერპლად შეწირვა არავითარ მიზანს არ ემსახურება“.

 


მიუხედავად იმისა, რომ ყატარი - ისევე როგორც მისი იზოლაციაში მომქცევი ქვეყნები, განსაკუთრებით კი საუდის არაბეთი - ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეა და ყატარში, ალ უდეიდის საჰაერო ბაზაზე აშშ-ის და კოალიციის 11 000-ზე მეტი სამხედროა განლაგებული, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოს“ ებრძვიან, პრეზიდენტი ტრამპი დაუყოვნებლივ მიესალმა 4 სახელმწიფოს მიერ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, თუმცა მოგვიანებით სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი დოჰასადმი სანქციების შერბილების ინიციატივით გამოვიდა.

 


ნავთობით მდიდარი ყატარი, რომელიც დიპლომატიურ სკანდალამდე თავისი სამეზობლოს დიდი არაბული სახელმწიფოებიდან ახდენდა კვების პრდუქტების 80%-ის შემოტანას, საკვებით უზრუნველყოფის საკითხზე მოლაპარაკებებს ირანთან და თურქეთთან აწარმოებს.

 


„როიტერსის“ ცნობით, მსოფლიოში ჰელიუმის მე-2 ყველაზე დიდმა მწარმოებელმა, ყატარმა, ჰელიუმის პროდუქციის მწარმოებელი 2 ქარხანა, ეკონომიკური ბოიკოტის გამო დახურა.

 


თურქეთმა, ყატარათან, ისევე როგორც რამდენიმე სხვა მეზობელმა, კარგი ურთიერთობები შეინარჩუნა. ორთავე, თურქეთი და ყატარი ეგვიპტეში „მუსულმანთა საძმოს“ მხარს უჭერდნენ და სირიაში ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ამბოხებულებს ეხმარებოდნენ.

 


ერდოღანთან ერთად, ყატარზე დაწესებული სანქციები გააკრიტიკა ერაყის პრემიერ მინისტრმა ჰაიდერ ალ-აბადიმ, რომელმაც ბაღდადში სამშაბათს განაცხდა, რომ ეს სანქციები ზიანს აყენებს ემირატის ხალხს და არა მის მმართველებს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი