ტრამპმა შეაქო არაბული სახელმწიფოები ყატარის იზოლაციაში მოქცევის გამო, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს ყატარში, რეგიონის მასშტაბით ყველაზე დიდი საჰაერო ბაზა აქვს განლაგებული
07-06-2017, 00:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამშაბათს შეაქო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ქმედებები ამერიკის მოკავშირის, ყატარის წინააღმდეგ, რაც 4 არაბული სახელმწიფოს მხრიდან დოჰასთან დიპლომატიური ურთიერთობების და საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო კავშირების ტერორიზმის და ექსტრემიზმის მხარდაჭერის ბრალდების გამო გაწყვეტას უკავშირდება - მიუხედავად იმისა, რომ ყატარში აშშ-ის ყველაზე დიდი საჰაერო ბაზაა განლაგებული რეგიონში.

 


ტრამპმა „თვითერზე“ დაწერა, რომ მისმა ამასწინანდელმა ვიზიტმა ახლო აღმოსავლეთში და საუდის არაბეთში მის მიერ წარმოთქმულმა ანტი-ისლამისტურმა სიტყვამ „უკვე შედეგი გამოიღო“ და შთააგონა არაბული სახელმწიფოები გაეწყვიტათ კავშირები ყატართან, როგორც თავად აცხადებენ, ყურის სახელმწიფოს მიერ ტერორიზმის მხარდაჭერის პროტესტის გამო.

 


„რა კარგია უყურებდე საუდის არაბეთში მეფესთან ვიზიტს და უკვე 50 ქვეყნის წარმატების მიღწევას. მათ თქვეს, რომ მკაცრ გეზს აიღებდნენ ექსტრემიზმის დაფინანსების საწინააღმდეგოდ და ყველა მინიშნება ყატარს ეხებოდა. შესაძლოა ეს იყოს დასაწყისი ტერორიზმის საშინელებათა დასასრულისა“, დაწერა ტრამპმა „თვითერზე“.

 


ყატარი მძლავრად უარყოფს ბრალდებებს.

 


„როიტერსის“ ცნობით, ტრამპი მოგვიანებით ტელეფონით ესაუბრა საუდის არაბეთის მეფე სალმანს და ხაზი გაუსვა ყურის ერთიანობის საჭიროებას, როგორც ეს თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა განაცხადა.

 


„მისი (ტრამპის) გზავნილი იყო, რომ ექტრემისტთა იდეოლოგიის და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ საბრძოლველად ჩვენ გვჭირდება ერთიანობა რეგიონში. მნიშვნელოვანია რომ ყურის ქვეყნები ერთიანი იქნებიან რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“, უთხრა თეთრი სახლის ოფიციალურმა პირმა „როიტერსს“.

 


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, საუდის არაბეთის, ეგვიპტის, ბაჰრეინისა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების მიერ ყატართან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შესახებ გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებამდე ვაშინგტონი არ ყოფილა ინფორმირებული.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მიესალმა არაბული ქვეყნების ნაბიჯს, პენტაგონმა სამშაბათს განაახლა ყატარისადმი ქება, მისი აშშ-ის ძალების მასპინძლობისა და „რეგიონული უსაფრთხოებისადმი მტკიცე ვალდებულებების“ გამო.

 


8 000 ამერიკელი სამხედრო პერსონალი არის განლაგებული ყატარში, ალ უდეიდზე - შეერთებული შტატების ყველაზე დიდ საჰაერო ბაზაზე ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ამერიკის ხელმძღვანელობით „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა ჯგუფებზე, რომელთაც სირიის და ერაყის ნაწილები აქვთ დაკავებული, დარტყმებს ახორციელებს.

 


შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჯეიმს მატისი სამშაბათს მის ყატარელ კოლეგას ესაუბრა ტელეფონით, განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა, თუმცა მათი საუბრის და განხილვის თემები არ გაუმჟღავნებია.

 


როგორც „როიტერსი“ წერს, ტრამპის „თვითერით“ გაკეთებული განცხადება ძალზე შეუსაბამობაში ჩანდა ამერიკის ოფიციალური პირების კომენტარებთან, რომელთაც ორშაბათს განაცხადეს, რომ შეერთებული შტატები წყნარად უნდა შეეცადოს საუდის არაბეთსა და ყატარს შორის შექმნილი მდგომარეობის ჩაცხრობას, რადგან ყატარი ძალზე მნიშვნელოვანია აშშ-ის სამხედრო და დიპლომატიური ინტერესებისათვის და მისი იზოლაცია მიუღებელია.

 


ყატარი წლების განმავლობაში ავითარებდა მის გაზის უზარმაზარ სიმდიდრეს და მედია ძალას რეგიონში ფართო გავლენის მოსაპოვებლად. მაგრამ ყურის არაბ მეზობლებს და ეგვიპტეს დიდი ხანია გული ჰქონდათ გაწყალებული დოჰას დამოუკიდებელი პოზიციებისა და „მუსულმანთა საძმოს“ მხარდაჭერის გამო, რომელსაც ისინი პოლიტიკურ მტრად მიიჩნევენ, წერს „როიტერსი“.

 


საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამშაბათს განაცხადა, რომ ყატარმა უნდა გადადგას რამდენიმე ნაბიჯი, მათ შორის უნდა დაასრულოს მისი მხარდაჭერა პალესტინელების მეამბოხე ჯგუფის, „ჰამასის“ და „მუსულმანთა საძმოს“ მიმართ, რათა აღადგინოს კავშირები სხვა მთავარ არაბულ სახელმწიფოებთან, რომელთაც ასევე გაწყვიტეს მასთან სატრანსპორტო კავშირები.

 


„ჩვენ გადავწყვიტეთ ამგვარი ნაბიჯების გადადგმა, რათა მკაფიო გაგვეხადა, რომ უკვე ამას არ დავუშვებთ“, უთხრა ჟურნალისტებს ადელ ალ-ჯუბეირმა პარიზში. მან თქვა, რომ „საკმაოდ დიდი ფასი“ ყატარის ეკონომიკაზე დაარწმუნებს დოჰას, რომ შეცვალოს თავისი პოლიტიკა.

 


ყატარის იზოლაციაში მოსაქცევად გადადგმულმა ნაბიჯებმა შეაფერხა ფართო მოხმარების საგნებზე ვაჭრობა - ნედლი ნავთობიდან დაწყებული, მეტალებით და საკვებით დამთავრებული და ბუნებრივი გაზის გლობალურ ბაზარზე შესაძლო შოკის შიშები გააღრმავა - ბაზარზე, სადაც მთავარი მოთამაშე ყატარია.

 


ყატარელები სუპერმარკეტებს მიაწყდნენ სურსათ-სანოვაგის მოსამარაგებლად, იმის შიშით, რომ არ გაჩნდეს დეფიციტი საკვებ პროდუქტებზე.

 


Maersk-მა, მსოფლიოს ყველაზე დიდმა საზღვაო-საკონტეინერო გადაზიდვების კომპანიამ განაცხადა, რომ მან ვერ შეძლო საქონლის ტრანსპორტირება ყატარში და ყატარიდან, რადგან არ შეუძლია ტვირთების არაბეთის გაერთიანებული საამიროების პორტ ჯებელ ალის გავლით გადატანა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი