არჩილ თალაკვაძე ოპონენტებს: თქვენ გაღელვებთ კახა კალაძის რეიტინგი, პოპულარობა და გაღელვებთ ის, რომ მას გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს
14-06-2017, 05:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატ გიორგი კანდელაკის ვიცე-პრემიერ კახა კალაძის წინააღმდეგ გამოსვლას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა. მან ოპონენეტს ასე მიმართა: „როდის მოილაპარაკეთ, რომ კალაძეზე დაგეწყოთ ერთხმად სიმღერა? მე მგონი ორი დღის წინ, საღამოს დასხედით, თქვენმა დირიჟორმა გიბრძანათ, რომ ხვალიდან ყველამ უნდა ილაპარაკოთ კალაძეზე“.

 


კალაძეზე საუბრისას თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მან „თავდაუზოგავი ვარჯიშით და მიზანსწრაფულობით მიაღწია წარმატებას ჯერ სპორტში“, დღეს კი ის „თანამედროვე პოლიტიკოსია“ და ოპოზიციას სწორედ „მისი რეიტინგი და პოპულარობა“ აღელვებს.

 

 

რაც შეეხება კალაძეს, თქვენ იცით, სინამდვილეში ვინ არის კახი კალაძე და ამიტომ ხართ აღელვებული მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით. კახი კალაძე არის თანამედროვე პოლიტიკოსი. ადამიანი, რომელმაც შრომით, თანმიმდევრული, თავდაუზოგავი ვარჯიშით და მიზანსწრაფულობით მიაღწია წარმატებას ჯერ სპორტში და გახდა მსოფლიო ვარსკვლავი. თავის ქვეყანას ძალიან ბევრს უკეთებდა მაშინაც, შემდეგ კი ჩაერთო პოლიტიკაში. დღეს ის არის თანამედროვე პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს უშუალო კომუნიკაცია ხალხთან. ის არის 13 ივნისის მოვლენების ერთ-ერთი გმირი. მოხალისეებთან ერთად, სტიქიის დროს იდგა თავის ხალხთან. ის არის ენერგეტიკის თანამედროვე მინისტრი, რომელმაც მოახდინა ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, მოახდინა ენერგიის ალტერნატიული წყაროების შემოტანა საქართველოს ენერგეტიკაში. როდესაც მიდიხართ ქუთაისში, მის პროექტებს ხედავთ გზაზე. თქვენ გაღელვებთ მისი რეიტინგი, პოპულარობა და გაღელვებთ ის, რომ მას გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს. ეს არის, რატომაც თქვენი საყვარელი სიტყვა მომდევნო თვეების განმავლობაში იქნება „კალაძე“. მე მომწონს, რომ თქვენთვისაც ასე პოპულარულია კახა კალაძე“, განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი