გიორგი კვირიკაშვილი დედოფალ ელისაბედ II-ის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო
16-06-2017, 00:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო, რომელიც დიდი ბრიტანეთის საელჩოში გაიმართა.

 


პრემიერმა სიტყვით გამოსვლა ლონდონში მომხდარ ხანძარზე საუბრით დაიწყო.

 


„პირველ რიგში, გამოვთქვამ დიდ მწუხარებას ლონდონის ჩრდილოეთ კენსინგტონის რაიონში, „გრინფელ ტაუერში“ მომხდარი ხანძრის გამო, რომლის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი და ბევრმა ჯოჯოხეთი გამოიარა ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების ძებნაში. ასევე გამოვთქვამ გულისტკივილს ლონდონის ხიდზე და Borough Market-ის ტერიტორიაზე განხორციელებული ტერაქტების გამო, რომელთაც ადამინების სიცოცხლე შეეწირა“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

პრემიერ მინისტრმა გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის 25-წლიან ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო იყო ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც 1992 წლის აპრილში საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა1919-1921 წლებში არსებულ ხანმოკლე დიპლომატიურ ურთიერთობებს, როდესაც ლორდმა კერზონმა სერ ოლივერ უორდროპს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენლის პოსტი შესთავაზა და აღნიშნა, რომ უორდროპების ოჯახის სახელი ძალიან ღირებულია ქართველთათვის, რამდენადაც ისინი მე-19 საუკუნის ბოლოდან პოპულარიზაციას უწევდნენ ქართულ კულტურას ინგლისურენოვან სამყაროში.

 

 

„ისინი ახლოს მეგობრობდნენ ილია ჭავჭავაძესთან და საქართველოს ინტელექტუალური აღორძინების სხვა ლიდერებთან. 2014 წელს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის ორმხრივი შეხვედრის პირველსავე სესიაზე ჩვენ გადავწყვიტეთ, სიმბოლურად დაგვერქვა ამ შეხვედრისთვის უორდროპის დიალოგი. გასულ წელს მას ეწოდა უორდროპის სტრატეგიული დიალოგი, რომლის ფარგლებშიც განიხილება საკითხების ფართო სპექტრი - საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება, თავდაცვა, ვაჭრობა, ეკონომიკა, ენერგეტიკა და სხვა. დიახ, სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენს ქვეყნებს შორის მოიცავს სხვადასხვა სფეროს - ქართველი და ბრიტანელი მებრძოლები გვერდიგვერდ მსახურობენ ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, რითაც ჩვენ ძალიან ვამაყობთ; 20 წელიწადზე მეტია, კომპანია British Petroleum საქმიანობს საქართველოში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნისთვის გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროექტის, აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის განხორციელებაში“, განაცხადა პრემიერმა.

 


გარდა ამისა, გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა გაერთიანებული სამეფოს მიერ ისეთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებას, როგორიცაა Chevening, John Smith Fellowship და სხვები, რისთვისაც დიდ ბრიტანეთს მადლობა გადაუხადა.

 


მთავრობის მეთაურმა სტრატეგიული კომუნიკაციის შესაძლებლობების გაზრდაში დახმარებისთვის ასევე მადლიერება გამოხატა ბრიტანეთის ეფექტიანი მმართველობის ფონდისადმი, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში ეკონომიკური რეფორმებისა და ეფექტიანი მმართველობის მხარდაჭერას. პრემიერის შეფასებით, ამ ფონდის საქმიანობის მეშვეობით გაერთიანებული სამეფო ხელს უწყობს რეგიონული სტაბილურობისა და საქართველოს კეთილდღეობის განმტკიცებას.

 

 

დედოფალ ელისაბედის დაბადების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესრწნენ.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი