შალვა ნათელაშვილი: „კავკასიას დღეს მართავს ორი მაფიოზური ოჯახი - ალიევის და ივანიშვილის“
16-06-2017, 06:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, აფგან მუხტარლის „გატაცება თბილისის ცენტრში, ივანიშვილ-ალიევის მაფიოზურ-კლანური ოჯახის წარმომადგენლებმა სახელმწიფო სტრუქტურების გამოყენებით“ დაგეგმეს, რამაც მისი თქმით, საფრთხის წინაშე დააყენა „საქართველოს ევროინტეგრაცია, უვიზო რეჟიმის ნორმალური განხორციელება“.

 


„აზერბაიჯანიდან პოლიტიკურად დევნილი ჟურნალისტის გატაცება, რაც განხორციელდა თბილისის ცენტრში, წარმოადგენს ადამიანობისა და ჰუმანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს. ეს მეკობრული აქტი დაგეგმეს ივანიშვილ-ალიევის მაფიოზურ-კლანური ოჯახის წარმომადგენლებმა სახელმწიფო სტრუქტურების გამოყენებით. აღნიშნულის გამო, საფრთხის წინაშე დადგა საქართველოს ევროინტეგრაცია, უვიზო რეჟიმის ნორმალური განხორციელება, ინვესტიციების შემოდინება, ეკონომიკის მდგრადობა, ეროვნული ვალუტის სიმყარე და მე მაქვს თხოვნა ევროპის კავშირთან, ევროპის ქვეყნების ლიდერებთან, აღნიშნულის გამო დასაჯონ არა საქართველო და ქართველი ხალხი, არამედ ქვეყნის კრიმინალი, დე-ფაქტო მმართველი ივანიშვილი, რომლის კრიმინალური მილიარდები, საბანკო ანგარიშებისა და აქციების სახით, განფენილია მთელი ევროპის ტერიტორიაზე და რომელმაც საკუთარ ბიზნესს, საკუთარ მილიარდებს ამჯერადაც გადააყოლა ქვეყნის, მისი თითოეული მოქალაქის, თითოეული ოჯახის ინტერესები, მათი მომავალი ბედნიერება და იმედები“, განაცხადა პარასკევს გამართულ ბრიფინგზე ნათელაშვილმა, რომელიც მიიჩნევს, რომ „კავკასიას დღეს მართავს ორი მაფიოზური ოჯახი - ალიევის და ივანიშვილის“.

 


„არავისთვის დასამალი არ გახლავთ, რომ კავკასიას დღეს მართავს ორი მაფიოზური ოჯახი - ალიევის და ივანიშვილის. საერთოდაც, მსოფლიოს მართავს ის, ვინც ფლობს ენერგორესურსებს, ნავთობსა და გაზს. ორივე ოჯახი, ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ხარჯზე მდიდრდება და ალბათ, ვერავინ მეტყვის, სად მიდის საქართველოზე გამავალი ბაქო-სუფსის, ბაქო-ბათუმის ნავთობსადენებიდან შემოსული თანხა, სად მიემართება შაჰ-დენიზის თანხა, რომელიც საქართველოზე გადის, საით მიდის ბაქო-ჯეიჰანის მილიარდები, რომელიც ასევე ჩვენი ტერიტორიის გათხრის შედეგად მიემართება მთელ მსოფლიოში. ასევე არავინ იცის, სად ორთქლდება ასეულობით მილიონი დოლარი ტრანზიტის მიზნით საქართველოს ტერიტორიიის გამოყენებისა - აზერბაიჯანის, შუა აზიის მიმართულებით, რამაც ჩვენი ქვეყნის ეკოლოგია გაანადგურა და ხალხის ჯანმრთელობას შეუქმნა საფრთხე“, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი