ვანუატუს პრეზიდენტი ბალდვინ ლონსდეილი გულის უეცარი შეტევით გარდაიცვალა
17-06-2017, 04:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანუატუს ფართოდ დაფასებული პრეზიდენტი, ბალდვინ ლონსდეილი გულის უეცარი შეტევით, ქვეყნის დედაქალაქ პორტ ვილაში გარდაიცვალა.

 


ბალდვინ ლონსდეილი, რომელიც 2014 წლის სექტემბერში იქნა არჩეული პრეზიდენტად, შაბათს, დილით ადრე 67 წლის ასაკში გარდაიცვალა, როგორც ამას Vanuatu Daily Post-ი იუწყება.

 


ლონსდეილი პრეზიდენტობამდე სასულიერო პირი და ასევე ვანუატუს საბანკო ჯგუფის მაღალი რანგის ხელმძღვანელიც იყო.

 


მოელიან, რომ მთავრობა გარდაცვლილი პრეზიდენტის სახელმწიფო პატივით დაკრძალვის შესახებ განცხადებას უახლოეს საათებში გამოაქვეყნებს.

 

 

ვანუატუ წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, დაახლოებით 80 კუნძულისგან  შემდგარი სახელმწიფოა, რომელიც 1, 300 კილომეტრზეა გადაჭიმული. მისი მოსახლეობის რაოდენობა მსოფლიო ბანკის 2015 წლის მონაცემებით 264, 652-ს შეადგენს. 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი