გიორგი კვირიკაშვილი: დღეს უკვე ყველა ხედავს იმ სიკეთეებს, რაც ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს
19-06-2017, 05:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ახალი ვებგვერდი აამოქმედა -DCFTA.GOV.GE-ზე თავმოყრილია სრული ინფორმაცია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) შესახებ. საინფორმაციო ვებპორტალის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა DCFTA-ის ეფექტიანი იმპლემენტაციის მნიშვნელობას.

 


„დღეს უკვე ყველა ხედავს იმ სიკეთეებს, რაც ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს მოაქვს: ეს არის ეკონომიკური სტაბილურობა და კონკურენტუნარიანი ბიზნესგარემო; მზარდი საინვესტიციო და საექსპორტო პოტენციალი, ახალი ინიციატივები რეგიონალური და ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის; მზარდი ტურისტული პოტენციალი; გაუმჯობესებული და პროფესიული, კვალიფიციური კადრების ზრდაზე ორიენტირებული განათლების სისტემა. ყოველივე ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც მთავრობისგან, ისე საზოგადოების თითოეული წევრისგან. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ფასდაუდებელია ევროკავშირისა და სხვა დონორების დახმარება ყოვლისმომცველი რეფორმების გატარების პროცესში," განაცხადა პრემიერმა.

 


გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა აქტიურად ახორციელებს DCFTA-ით გათვალისწინებულ რეფორმებს - სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოების, ქართველი მეწარმეების მხარდაჭერის გზით. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ პროცესში ასევე უმნიშვნელოვანესია საზოგადოების ფართო ფენების ცნობიერების ამაღლება, რა მიზნითაც შეიქმნა ახალი საინფორმაციო ვებპორტალი.

 


„იმედი მაქვს, რომ ეს ვებგვერდი ხელს შეუწყობს საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას რეფორმების განხორცილების პროცესში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხითაც. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმების პროცესში აუცილებელია საჯარო და კერძო სექტორის მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა. იმედს ვიტოვებ, რომ ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს არსებობს, გაგრძელდება სწორედ ამ ვებპორტალის შექმნის გზით, რომელიც ხელს შეუწყობს ბიზნესწრეების, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო მეწარმეების ინფორმირებულობის კიდევ უფრო ამაღლებას. ევროპული ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელმაც სიკეთე და კეთილდღეობა უნდა მოუტანოს თითოეულ მოქალაქეს," აღნიშნა პრემიერმა.

 


პრემიერ მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, რასაც ვიზალიბერალიზაციის ამოქმედება იძლევა. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განუყოფელი ნაწილია.

 


,,ვფიქრობთ, რომ დღეს უკვე თავისუფალი მოგზაურობის შესაძლებლობა საშუალებას აძლევს საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეებს, რათა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღონ ევროპის ბაზრის შესაძლებლობების შესახებ და მაქსიმალურად ეცადონ, დაამყარონ კონტაქტები და ახალ ბიზნესთანამშრომლობას ჩაუყარონ საფუძველი ევროპელ მეწარმეებთან", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


ვებგვერდი - DCFTA.GOV.GE-ს მთავარ მიზანს წარმოადგენს DCFTA-ს შესახებ საზოგადოებისთვის პრაქტიკული და საკანონმდებლო სახის ინფორმაციის შეუფერხებლად მიწოდება ქართულ და ინგლისურ ენებზე. საინფორმაციო პორტალი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს უფლებამოსილ ორგანოებს წარუდგინონ შენიშვნები ან წინადადებები DCFTA-ს ფარგლებში მისაღები ნორმატიული აქტების პროექტებზე.

 


ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენელი კატია კამერერი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი