გიორგი კვირიკაშვილი: ძალიან საინტერესოა პატრიარქის წინადადება კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით
19-06-2017, 10:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით, კათოლიკოს-პატრიარქის განცხადების საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირება არასწორად მოხდა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ძალიან საინტერესოა პატრიარქის წინადადება კონსტიტუციურ მონარქიასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის არანაირად დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან.

 

 

„რამდენადაც დღეს მე ვუსმენდი, ძირითადად, ოპოზიციის კომენტარებს, მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან არასწორად დაკავშირება პატრიარქის განცხადების, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. არანაირი კავშირი ამ ორ საკითხს შორის არ არსებობს. საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ვფიქრობთ, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესისთვის არის ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი. რაც შეეხება პატრიარქის განცხადებას, ჩვენ, რა თქმა უნდა, პატრიარქის უდიდესი პატივისცემა გაგვაჩნია. მე მინდა მას მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ ის ძალიან ბევრს ფიქრობს ქვეყნის მომავალზე და რა თქმა უნდა, ეს საკითხი, როგორც პატრიარქმა ბრძანა, არ არის არც დღეის და არც ხვალის. ამ საკითხის გადაწყვეტას შესაძლოა ათწლეული დასჭირდეს, ან უფრო მეტი ან ნაკლები. ამაზე დღეს მსჯელობა არ არის, მაგრამ რა თქმა უნდა ეს განცხადება არის საკმაოდ საინტერესო და ვფიქრობთ, რომ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობით ასეთი მსჯელობა რომ შედგეს, იქნება ძალიან დადებითი. ასეთი საკითხის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით მხოლოდ და მხოლოდ და რა თქმა უნდა, ნაჩქარევი ნაბიჯები არ გვმართებს. ჩვენი აზრია, რომ ძალიან საინტერესოა ეს წინადადება, უამრავი დადებითი მხარე გააჩნია, მაგრამ ეს არ არის არანაირად დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესთან, რომელიც დღეს მიმდინარეობს, ეს მხოლოდ და მხოლოდ იყო არასწორი ინტერპრეტირება, განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

 

 

საქართველო არის უძველესი მონარქია - კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში, განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი