ლონდონში, Finsbury Park -თან ტერორისტული აქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილი მამაკაცი კარდიფის მკვიდრი, 47 წლის დარენ ოზბორნია
19-06-2017, 13:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მამაკაცი, რომელიც ლონდონში, Finsbury Park -თან ტერორისტული აქტის განხორციელებაში ეჭვმიტანილის სახით არის დაკავებული, ქალაქ კარდიფის მკვიდრი, 47 წლის დარენ ოზბორნია. ამის შესახებ BBC იუწყება.

 


იგი მას შემდეგ აიყვანეს, რაც ჩრდილოეთ ლონდონში, საღამოს ლოცვების შემდეგ მეჩეთიდან გამოსულ მუსულმანებს ფურგონი დაატაკა. გარდაიცვალა 1 მამაკაცი და დაშავდა 10 ადამიანი, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, გარდაცვლილი მამაკაცი, რომელიც ჯერ დაეცა და უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდა, მოგვიანებით კი გარდაიცვალა, იყო თუ არა თავდასხმის მსხვერპლი.

 


ოზბორნი პოლიციამ მკვლელობის მცდელობის და ტერორსიტული დანაშაულობების ბრალდებით დააკავა. BBC-ის ინფორმაციით, პოლიცია კარდიფში, მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკას ატარებს.

 


უსაფრთხეობის მინისტრმა, ბენ უალასმა განაცხადა, რომ ეჭვმიტანილის ვინაობა უსაფრთხოების სამსახურებისთვის ცნობილი არ ყოფილა და სარწმუნოა, რომ იგი მარტო მოქმედებდა. იგი სამერსეტში გაიზარდა და 4 შვილი ჰყავს.

 


ჩრდილოეთ ლონდონში, Finsbury Park-თან Seven Sisters Road-ზე მდებარე მეჩეთთან ახლოს ფურგონის ფეხით მოსიარულეებთან შეჯახება, რასაც პოლიციამ „დიდი ინციდენტი“ უწოდა, კვირა ღამით მოხდა.

 


ლონდონის პოლიციის განცხადებით, ოფიცრები ადგილობრივი დროით 00:20 საათზე გამოიძახეს და ისინი ინციდენტის ადგილას დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

 


ბრიტანეთის მუსლიმთა საბჭომ განაცხადა, რომ ფურგონმა „განზრახ“ გადაუარა ღვთისმსახურებს.

 


BBC-ის ცნობით, დაშავებულთაგან ბევრი საღამოს ლოცვიდან სულ ახალი გამოსული იყო.

 


ლონდონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის თქმით, მათ შემთხვევის ადგილას „რამდენიმე რესურსი“ გააგზავნეს.

 


ვიდეოში, რომელიც ინციდენტიდან მალევე გამოქვეყნდა, ჩანს თუ როგორი ქაოსია და როგორ ცდილობენ ადამიანები დაზარალებულთა დახმარებას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი