ირაკლი კობახიძე პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ: თუ საქართველოში ასეთი მმართველობის სისტემის [კონსტიტუციური მონარქიის] ჩამოყალიბებისთვის შესაბამისი პირობები იქნება, ამაზე ფიქრი შესაძლებელია
20-06-2017, 01:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„კონსტიტუციურ მონარქიას სერიოზული პლიუსები აქვს. შეგვიძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში ვიფიქროთ ამაზე. თუ საქართველოში იქნება შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ ასეთი მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდეს, ამაზე ფიქრი შესაძლებელია“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესთან და უნეტარესთან, ილია მეორესთან გამართული შეხვედრის შესახებ საუბრისას.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის პატრიარქის თითოეულ მოწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველა მმართველობის სისტემას, მათ შორის, კონსტიტუციურ მონარქიას, თავისი სერიოზული უპირატესობები აქვს.

 

 

„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პატრიარქის თითოეულ სიტყვას, მის თითოეულ მოწოდებას. ამასთან დაკავშირებით შედგა საუბარი ჩვენსა და პატრიარქს შორის. პატრიარქის თითოეული სიტყვის მნიშვნელობა ძალიან დიდია. ჩვენ თითოეულ ამ სიტყვასთან დაკავშირებით სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. ყველა მმართველობის სისტემას, მათ შორის, კონსტიტუციურ მონარქიას, აქვს თავისი სერიოზული უპირატესობები. პატრიარქმაც ბრძანა, რომ კონსტიტუციური მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი მმართველობის სისტემაში და ზოგადად, პოლიტიკურ სისტემაში. ჩვენ შეგვიძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში რა თქმა უნდა ვიფიქროთ ზოგადად ამაზე. თუ იქნება საქართველოში შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ რომ ასეთი მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდეს, ამაზე ფიქრი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის კონსტიტუციური მონარქიის შემოღება, უნდა იყოს რაც შეიძლება, ფართოდ საზოგადოების აზრი და მხოლოდ ასეთ პირობებში შეიძლება იქნას გადაწყვეტილება მიღებული ასეთი მმართველობის ფორმის შემოღების თაობაზე“,  განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი