ირაკლი კობახიძე: ჩვენ პლებისციტის ნამდვილად არ გვეშინია
21-06-2017, 10:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ პლებისციტის ნამდვილად არ გვეშინია, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რიგგარეშე სხდომაზე, საკონსტიტუციო პროექტის განხილვისას გააკეთა.

 

 

მისი თქმით, საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით სრულფასოვანი ინფორმაცია არ მიეწოდება.

 

 

„საუბარი იყო პრეზიდენტისა და პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პლებისციტზე და საზოგადოების აზრზე. საზოგადოების აზრი არის შემდეგი: თქვენ გიყვართ CRRC-ის კვლევები, რომელმაც დაადასტურა შემდეგი, რომ საზოგადოების უმრავლესობა ემხრობა პრეზიდენტის პირდაპირ არჩევნებს და საზოგადოების უმრავლესობა ემხრობა მაჟორიტარული სისტემის არგაუქმებას ანუ ხალხი, საბოლოო ჯამში, არის ჩვენი პოზიციის წინააღმდეგიც და თქვენი პოზიციის წინააღმდეგიც. ჩვენ პლებისციტის ნამდვილად არ გვეშინია. საზოგადოების მოსაზრეებაა, რომ მაჟორიტარული სისტემა არ უნდა გაუქმდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას არ მიეწოდება სრულფასოვანი ინფორმაცია საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. სისტემასთან კავშირს ვერ ხედავს საზოგადოება სამწუხაროდ, რადგან საზოგადოებას არ აწვდიან სრულფასოვან ინფორმაციას, აწვდიან რამდენიმე ათეულ ტყუილს და საზოგადოებას ექმნება არასწორი წარმოდგენა საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. რომ დავუსვათ კითხვა საზოგადოებას პრემიერის არჩევასთან დაკავშირებით, აქაც იგივე შედეგი იქნება, რაც საპრეზიდენტო არჩევნების შემთხვევაში. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სათანადო ინფორმაცია და სისტემის ლოგიკიდან ჩამოვაყალიბოთ საარჩევნო სისტემა. ჩვენ ამ პრინციპით ვხელმძღვანელობთ. სისტემა, რომელიც არის შემოთავაზებული პროპორციული საპარლამენტო არჩევნებით და არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევით, ზუსტად შეესატყვისება ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას”, მიმართა კობახიძემ „ევროპულ საქართველოს”, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პლებისციტის საკითხს აყენებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი