​საქართველოს პრეზიდენტმა თბილისში ვაცლავ ჰაველის ძეგლი გახსნა
22-06-2017, 09:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისში, ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის ვაცლავ ჰაველის ძეგლი ჩეხეთის თავდაცვის მინისტრთან, მარტინ სტროპნიცკისთან ერთად გახსნა.

 


ძეგლის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას პრზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პარლამენტარები, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკრებულოს, მერიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისი თაოსნობითაც და მონაწილეობითაც დაიდგა ჩეხი საზოგადო მოღვაწის ძეგლი.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ჰაველის ძეგლი მნიშვნელოვანი გზავნილია ქართული საზოგადოებისთვის, რომ ის ღირებულებები, რომლითაც ვაცლავ ჰაველი ხელმძღვანელობდა პოლიტიკაში, ჩვენთვის დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 


„ჰაველის მოღვაწეობა ძალიან ნათლად ეუბნება ქართველ და ჩეხ პოლიტიკოსებს, რომ პოლიტიკა შეიძლება იყოს ღირებულებებზე აგებული.

 


ჰაველის მთელი მოღვაწეობით მტკიცდება ტყუილი იმ გარყვნილი აზროვნების, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და პოლიტიკოსებმა ბინძურად უნდა აკეთონ ეს.

 


ჰაველის მოღვაწეობით ბათილდება ის ტყუილი, რომ უნდა ილაპარაკო ღირებულებებზე და რეალურად ცხოვრებაში სხვა პრინციპებით იცხოვრო.

 


ამიტომ, ჰაველის ძეგლი მშვენიერი გზავნილია ქართული ახალგაზრდობისთვის, რომ პოლიტიკა მათი საქმეა, პოლიტიკაში მათ გულწრფელად უნდა იმოქმედონ და რეალურად ღირებულებებზეა დამყარებული პოლიტიკა.

 


მე ჩეხეთში, პრაღაში ვცხოვრობდი დიდი ხნის განმავლობაში. მახსოვს, როდესაც ჰაველი იყო პრეზიდენტი რამდენად ავსებდა ეს, ჩეხ ახალგაზრდობას“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ძეგლის გახსნა ქართული საზოგადოებისთვის ვაცლავ ჰაველის ღირებულებების გამტკიცების საწინდარი იქნება.

 


ვაცლავ ჰაველის ძეგლის ავტორი თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული მოქანდაკე ჯუმბერ ჯიქიაა.

 

კომენტარები: 1
#1   badri chyonia
      
самарцхvino xelisupleba gvyavs araerovnuli xaveli chexetis prezidenti iyo demokrratuli pirovneba magram amdeni ucxoelis saxelobis quchebi da dzeglebi ra ambavia es chemis azrit provinc ializmis gamovlenaa jer chvenebs mivagot pativi chven valshi vart zviadisa da merabis xsovnis winashe xalxno kartvelebo movitxovot zviadisa da merabis ertoblivi dzegli daidgas kalakis centrshi rustavelis prospektse analogi arsebobs iliasa da akakis dzegli es chvens erovnul shegnebas aamaglebs siamayit agavsebs nagdi zneobisa da tradiciebis moyvaruli kartvelebis gulebs torem wagvlekavs es liberasul pidarastuil girebulebebi romlis danergva ukve mimdinareobs chveni mtrebis mier xalxno davdget ertad da chveni ertsulovani motxovnit agebuli iknas sakartvelos raindi dzmadnapicebis zviadisa da merabis monumenturi dzegligtxovt gamotkvat tkveni azri da daviwyot mokmedeba mjeravs chveni ertsulovnebit sashuri sakme gadawydeba da es ikneba erti didi wingadadgmuli nabiji sakartvelos gamtlianebis gzaze sakatv elo gaibrwyinebsda daibrunebs dzvel didebas amin
22 ივნისი 2017 14:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი