გიორგი კვირიკაშვილი: ოპოზიცია ცდილობს, მოახდინოს კონსოლიდირება, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის ნაწილის იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს
22-06-2017, 12:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნაბიჯები, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ კონსენსუსის მიღწევის მიზნით, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.

 

 

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, მოახდინოს კონსოლიდირება, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის ნაწილის იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

 

 

„უპირველეს ყოვლისა, მთავრობის მეთაური გახლავართ და მინდა, აქედან დავიწყო - მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების პროცედურა მნიშვნელოვნად გამარტივდა.

 

 

დღევანდელი კონსტიტუციით, პრაქტიკულად შეუძლებელია და ძალიან ხანგრძლივი პროცედურაა, რომ პარლამენტმა მიაღწიოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას. ასე, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ბალანსი აღდგა პარლამენტის სასარგებლოდ.

 


მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი - იმისთვის, რომ ვინმეს არ გასჩენოდა ეჭვი, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ტიპის ცვლილება, ანუ პირდაპირი წესიდან არაპირდაპირზე გადასვლა იყო რაიმე კუთხით რომელიმე ინდივიდთან დაკავშირებული, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 2018 წელს კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი რაუნდით პირდაპირ არჩევნებზე, ანუ 2018 წელს პრეზიდენტი ისევ საერთო სახალხო არჩევნებით იქნება არჩეული.

 


ამას გარდა, ყველანი ამ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და მოგეხსენებათ, თუ რამხელა ბრძოლა დასჭირდა ქვეყანას იმისთვის, რომ 2012 წელს მიღწეულიყო ის დემოკრატიული არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება, რომელიც მოხდა. მე პირადად, როგორც საზოგადოების წევრი არაერთხელ ვმონაწილეობდი საერთო სახალხო პროტესტებში ჩვენს თანამებრძოლებთან, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, რათა მოხერხებულიყო მაჟორიტარულიდან პროპორციულზე გადასვლა, ვინაიდან უნდა გამქრალიყო ის შეგრძნება, რომ ხელისუფლება მართავს 73 მაჟორიტარ დეპუტატს, თუმცა, ეს ყოველთვის ასე რა თქმა უნდა არ არის. დღეს, ეს შედეგი მიღწეულია. 2020 წლისთვის ეს ვერ ხერხდება, მაგრამ, მოგეხსენებათ, პოლიტიკა გახლავთ თანმიმდევრულობასა და კომპრომისებს შორის სწორი ბალანსის მიღწევა. ამიტომ, ამ კომპრომისით, რომ არა 2020-ში, არამედ - 2024-ში, ჩვენ მივაღწიეთ საპარლამენტო უმრავლესობის კონსოლიდაციას ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული გადაწყვეტილების ირგვლივ. ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანა გადავა პროპორციულ არჩევნებზე, გაიზრდება პოლიტიკური პარტიების როლი პოლიტიკურ პროცესში და გაცილებით უფრო წარმომადგენლობითი იქნება პარლამენტი ამ ცვლილებების შედეგად. როგორც კომპენსატორი, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, 2020 წლისთვის 5%-დან 3%-მდე დაგვეწია ბარიერი, რათა მეტი პარტია ყოფილიყო წარმოდგენილი პარლამენტში. ეს ნაბიჯიც, რა თქმა უნდა, კონსენსუსის მიღწევისთვის იქნა გადადგმული.

 


ამას გარდა, ჩვენ გავითვალისწინეთ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა ქორწინების დეფინიციასთან დაკავშირებით და ჩვენი საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის მოთხოვნა მიწის გასხვისების შეზღუდვებთან დაკავშირებით - ყველა ეს ნაბიჯი ჩვენმა ხელისუფლებამ და სახელისუფლო გუნდმა გადადგა რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის განვითარების მიზნით და ამას გარდა პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევის მიზნით.

 


ასე, რომ რასაც დღეს ჩვენ ვხედავთ - პროცესს, როდესაც ოპოზიცია ცდილობს, მოახდინოს კონსოლიდირება, მათ შორის, არასამთავრობო სექტორის ნაწილის იმისთვის, რომ დაუპირისპირდნენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს, არის აბსოლუტურად არგუმენტებს მოკლებული და უფრო მეტიც, ჩემი აზრით - უსამართლო.

 


ამიტომ, მინდა, მივმართო ჩვენს საზოგადოებას და ვთხოვო, კარგად გაიაზრონ ამ მიღწევების ფასი, გაიაზრონ, თუ რამხელა მუშაობის შედეგია ეს ყველაფერი და კარგად შეხედონ პროგრესს, რომელსაც გამოიწვევს ეს საკონსტიტუციო ცვლილებები, ქვეყანაში ხელისუფლების დაბალანსების და დემოკრატიის ხარისხის ზრდის კუთხით.

 

 

მინდა, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილებები გახლავთ უდიდესი ნაბიჯი, გადადგმული ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მიმართულებით", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი