ახალციხის მერი ვლადიმერ ზედგინიძე: ყოველდღე, სამუშაო საათების შემდეგ, გავდივარ ქალაქში ჩემს თანამშრომლებთან ერთად და ვრგავთ ხე-მცენარეებს და ვარდებს
23-06-2017, 05:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ვლადიმერ ზედგნიძის თაოსნობით, ქალაქის გამწვანების აქციებს სისტემატურად აწყობს. ამ დროისთვის ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე 90-მდე სხვადასხვა ჯიშის ფოთლოვანი ხე-მცენარე, ასევე 100-მდე წიწვოვანი ჯიშის მცენარეები ძირითადად კედარი, ცაცხვი და წაბლი დაირგო და 700-ზე მეტი ხე ახლო მომავალში დაირგვება.

 

 

 

 

„ასევე დავრგეთ ვარდებიც“, ამბობს ვლადიმერ ზედგინიძე და განაგრძობს:

 

 

 

 

„მე მიყვარს ვარდები, ჩემს ქალაქსაც უყვარს ვარდები, ამიტომ საკუთარი თანხით ვიყიდე 900-მდე ვარდი და ჩემი ხელით დავრგე ჩემს თანამშრომლებთან ერთად, ვუვლი მათ, ყოველდღე დავდივარ სასხლავი მაკრატლით, ვთოხნი, ვწმენდ - ამ ვარდებმა უნდა იხარონ.

 

 

 

 

 

„რგვების აქციები ყოველდღე გრძელდება - სამუშაო საათების შემდეგ, ისე, რომ თანამშრომლები არ მოვაცდინო, გავდივარ ჩემს პატარა ჯგუფთან ერთად და ვრგავთ.

 

 

 

 

 

 

„700-ზე მეტი ხე დასარგავად გამზადებულია. უახლოეს ხანში დავიწყებთ ჩვენ 9 აპრილის ქუჩაზე, იქ, სადაც შენდება და მალე დამთავრდება შალვა ახალციხელის სახელობის ტაძარი, ტაძრის პირდაპირ გაკეთდება სკვერი და ხეივანი. სკვერი იქნება 4 000 მესხის სახელობის, იმ 4 000 მესხისა, რომლებიც შალვა ახალციხელთან ერთად, გარნისში იბრძოდა“, უთხრა ვლადიმერ ზედგინიძემ Guardian.ge-ს. 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 2
#2  usaxelo
      
ეს ყველაფერი კარგია რაც ახალ ინფრასტრუქტურას შეეხება,მაგრამ ამასთანავე რაც უფრო მეტი გასართობი ადგილი იქნება უფრო გამოაცოცხლებს ქალაქს და კიდევ მეტი სიფერადე ნაცრისფერ ქალაქს!...
30 ივნისი 2017 04:06
#1  გიო
      
მისაბაძია ასეთი საქციელი ყველასთვის.
24 ივნისი 2017 04:48
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი