პრეზიდენტმა თბილისში ქართული საწარმოები დაათვალიერა
23-06-2017, 07:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის „მოითხოვე ქართული“ ფარგლებში, თბილისში ოთხ ქართულ საწარმოს ეწვია და მათ მიერ წარმოებული პროდუქცია დაათვალიერა.

 


საპრეზიდენტო კამპანიით „მოითხოვე ქართული“, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, გიორგი მარგველაშვილი გოგა ჩანადირისა და ტარიელ ზივზივაძის ინიციატივას შეუერთდა, რომელიც ქართული პროდუქციის პოპულარიზაციით ქართული ეკონომიკის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 


მარგველაშვილი ადმინისტრაციის უფროსთან, გიორგი აბაშიშვილთან და მრჩევლებთან ერთად, ქართული ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების კომპანიას „გეფერინი“, ყავის საწარმოს „მონდო“, ჭურჭლის სარეცხი ღრუბლების მწარმოებელ კომაპნიას „დენოლა“, და ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ქართული ავეჯის შოუ რუმს ეწვია.

 


კომპანია „დენოლა" 2014 წელს სახ. პროექტის აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შეიქმნა. საწარმოს ძირითად მიმართულებას აქაფებული პოლეურეტანის (პარალონი) წარმოება წარმოადგენს.

 


კომაპნია საკუთარ პტროდუქციას ავეჯის, ლეიბებისა და სხვა ანალოგიური პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს აწვდის საქართველოში და საზღვარგარეთ.

 


გიორგი მარგველაშვილმა წარმოების პროცესში მიიღო მონაწილეობა და კომპანიაში დასაქმებულებს გაესაუბრა.

 


ქართული ტყავის ჩანთებისა და აქსესუარების კომპანია „გეფერინში“ პრეზიდენტი დასაქმებულების ანაზღაურებით და წარმოების გაფართოების შესაძლებლობებით დაინტერესდა.

 


კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, კომპანია Gepherrini MC” 2014 წლის 7 აგვისტოს დაარსდა და თავდაპირველად, ქალის ჩანთების წარმოება დაიწყო, ეტაპობრივად, ქალის ჩანთებს მამაკაცის და ბავშვის ჩანთები შეემატა, შემდგომ ეტაპზე კი ნატურალური ტყავის სამაჯურებისა და მამაკაცის საფულეების წარმოება დაამატა. ბრენდს საკუთარი პროდუქცია უკვე მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში გააქვს.

 


გიორგი მარგველაშვილი ყავის საწარმოში „მონდო“ უახლესი, თანამედროვე დანადგარების მეშვეობით ყავის მარცვლების მოხალვა, დაფქვა და დაფასოების პროცესს დაესწრო.

 


კომპანიაში რამდენიმე სახეობის ყავა მზადდება. ბრენდი განსაკუთრებულ მომსახურებას სთავაზობს HORECA (სასტუმრო/რესტორანი/კაფე) ბიზნესის იმ მფლობელებს, რომლებიც ყავის საკუთარი ბრენდის შექმნით და მის სავაჭრო ობიექტებზე გაყიდვით არიან დაინტერესებულნი. „მონდოს“ ლაბორატორიაში, მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, აღნიშნული ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ თავად შეარჩიონ ყავის სასურველი გემო და სასურველი სახელწოდებით შექმნან ყავის ახალი ბრენდი.

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართული წარმოების გაძლიერებით და მისი შეძენით საქართველოს მოსახლეობა აძლიერებს ქართულ ეკონომიკას და ეხმარება ეროვნული ვალუტის სტაბილურობას.

 


„მედიასთან ერთად საქართველოს არაერთი რეგიონი მოვიარე და ვნახე ძალიან ბევრი საინტერესო, ქართული წარმოება. დღეს თბილისში ვართ.

 


ქართულ საწარმოში არაერთხელ მაქვს ნაყიდი ღრუბელი, იმისთვის რომ გამეკეთებინა სახლში ავეჯი და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა და ვუთხრა ყველას, ვინც ყიდულობთ პროდუქტს, ყოველთვის მოიკითხეთ, თუ არის შესაძლებლობა იყიდოთ ქართული“, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი