ლისის ტბაზე გარბენი „თბილისი დარბის გმირებისთვის“ ჩატარდა
25-06-2017, 06:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნის პატივსაცემად, ლისის ტბაზე „თბილისი დარბის გმირებისთვის“ 5-კილომეტრიანი გარბენი ჩატარდა.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფების სამასმა სამხედრო მოსამსახურემ, ოთხმოცდაათმა კადეტმა, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი სასწავლო ცენტრის (JTEC), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და სამშვიდობო მისიებში დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა, სამხედრო ვეტერანებმა, ასევე სხვა სახელმწიფო უწყებების, კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სამოქალაქო პირებმა მიიღეს.

 


„გარბენი „თბილისი დარბის გმირებისთვის“ ა(ა)იპ „ვესტ პოინტის საზოგადოება საქართველოს“ ორგანიზებით ჩატარდა. ორგანიზაცია ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო აკადემიის, ვესტ პოინტის კურსდამთავრებული ქართველი კადეტების მიერ არის დაარსებული. საქველმოქმედო გარბენი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სხვა სახელმწიფო უწყებების და ორგანიზაციების მხარდაჭერით გაიმართა. საპრიზო ადგილებზე გასული გარბენის მონაწილეები, ორგნიზატორების და სპონსორებისგან სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

 


ღონისძიების შედეგად მიღებული თანხებით, ქალაქ თბილისში, მოხდება წინასწარ შერჩეული რეკრეაციული ზონის გაუმჯობესება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული გმირების სახელობის მატარებელი გახდება", აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი