[xfgiven_poster][/xfgiven_poster]
ბაროზომ რუსეთის მიერ მავთულხლართების გავლების პროცესს შემაშფოთებელი უწოდა (ვიდეო)
03-02-2014, 21:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ევროკომისიის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. მხარეებმა შეხვედრის შედეგები შეაჯამეს და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

 

                                             

 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მნიშვნელოვანი და საინტერესო უწოდა შეხვედრას, რომელზეც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული ძირითადი მიმართულებები იქნა განხილული. მისივე თქმით, დასაფასებელია ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის კურსისადმი.

 

"საქართველოსთვის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა უახლოეს პერიოდში. ველით, რომ ეს განხორციელდება მიმდინარე წლის შემოდგომის დასაწყისისთვის, როგორც ეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპუიმ განაცხადა ახლახანს. ჩვენი მხრივ, ვახორციელებთ ყველა საჭირო პროცედურას,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


მანვე ისაუბრა სავიზო დიალოგზე და აღნიშნა, რომ მისასალმებელია ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწეული პროგრესის დადებითად შეფასება.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, რუსეთის მხრიდან მზარდი ზეწოლის ფონზე, განსაკუთრებულ მნიშვნელოვანია ევროკავშირის როლი საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.

 

თავის მხრივ ევროკომისიის პრეზიდენტმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მიესალმება ვიზების ლიბერალიზაციის კუთხით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. მანვე მიუთითა, რომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი მოეწერება არსებული ევროკომისიის მუშაობის ვადებში. ჟოზე მანუელ ბაროზომ სიტყვით გამოსვლისას შეშფოთება გამოთქვა მავთულხლართების გავლების პროცესის გამო და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების გზით გაგრძელდეს დიალოგი.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი