ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადას ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელები ეწვივნენ. ახალგაზრდებმა სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს. მოზარდები სიმულაციურ ცენტრსაც ესტუმრნენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, IV მექანიზებული ბრიგადის S2-ის სერჟანტმა მამუკა მელაძემ ახალგაზრდებს გაცნობითი ბრიფინგი ჩაუტარა. ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების მემორიალიც მოინახულეს. მოგვიანებით მზრუნველობამოკლებულმა ბავშვებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.
ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღსაზრდელების შეიარაღებულ ძალებში სტუმრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.