საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თბილისში ვიზიტად მყოფ ავღანეთის ფინანსთა მინისტრს, იქლილ ჰაკიმის შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების ძირითადი საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-ეკონომიკურ და სატრანსპორტო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს გეოსტრატეგიულ მდებარეობას და მის სატრანზიტო პოტენციალს.
ავღანეთის ფინანსთა მინისტრის მხრიდან გამოითქვა დაინტერესება საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის მიმართ და აღინიშნა წარმატებით განხორციელებული რეფორმების კუთხით საქართველოს გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა.
მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.